Google+

რელიზები

30.12.2011 ფოთის საკათედრო ტაძრის რეკონსტრუქციისთვის თანხა პრეზიდენტის ფონდიდან გამოიყოფა საქართველოს პრეზიდენტი დღეს ფოთის საკათედრო ტაძარს ესტუმრა, სადაც ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლის თანახმად, ფოთის საკათედრო ტაძარის სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის პრეზიდენტის ფონდიდან 700 ათასი ლარი გამოიყოფა.
30.12.2011 საქართველოს პრეზიდენტმა წყალტუბოს რეაბილიტირებული საავადმყოფო გახსნა მიხეილ სააკაშვილმა რეაბილიტირებული კლინიკის გახსნა მედპერსონალსა და მოსახლეობას პირადად მიულოცა.
30.12.2011 მიხეილ სააკაშვილმა ბაღდათში ახალი სამედიცინო ცენტრი გახსნა საქართველოს პრეზიდენტმა ბაღდათში ჰოსპიტალური სექტორის განვითარების პროგრამის ფარგლებში, სადაზღვევო კომპანია „ჯი-პი-აი ჰოლდინგი“-ს მიერ აშენებული თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი ახალი საავადმყოფო გახსნა.
30.12.2011 საქართველოს პრეზიდენტმა ჩაქვში ახალი საავადმყოფო გახსნა საქართველოს პრეზიდენტმა ჩაქვში ახალი თანამედროვე საავადმყოფო გახსნა. მიხეილ სააკაშვილმა ახალი კლინიკა ანდრია ურუშაძესთან და ყირგიზ ჟურნალისტებთან ერთად დაათვალიერა.
29.12.2011 საქართველოს პრეზიდენტმა ქედასა და შუახევში ახალი სამედიცინო ცენტრები გახსნა ჰოსპიტალური სექტორის განვითარების პროექტის ფარგლებში, საქართველოს პრეზიდენტმა ახალი სამედიცინო ცენტრები დღეს ქედასა და შუახევში გახსნა, რომლებიც როგორც ჰოსპიტალური, ისე პრეჰოსპიტალური მომსახურებისათვისაა განკუთვნილი.
29.12.2011 მიხეილ სააკაშვილმა ახალი სამთო-სათხილამურო კურორტი გომარდული გახსნა საქართველოს პრეზიდენტმა დღეს მაღალმთიან აჭარაში ახალი სამთო-სათხილამურო კურორტი გომარდული გახსნა, რომელიც სახელმწიფოსა და კერძო სექტორის ერთობლივი ინვესტიციით აშენდა.
28.12.2011 საქართველოს პრეზიდენტი სასოფლო-სამეურნეო ვაუჩერების დარიგების პროცესით დაინტერესდა საქართველოს პრეზიდენტი პრემიერ-მინისტრსა და სოფლის მეურნეობის მინისტრს შეხვდა და 30-ლარიანი ვაუჩერების დარიგების პროცესის მიმდინარეობით დაინტერესდა.
27.12.2011 საქართველოს პრეზიდენტმა ახალი საავადმყოფო ჭიათურაში გახსნა მიხეილ სააკაშვილმა კლინიკა დაათვალიერა და პირველი პაციენტები მოინახულა. ქვეყნის პირველმა პირმა მათ სადაზღვევო პოლისების მნიშვნელობაზე ესაუბრა
26.12.2011 საქართველოს პრეზიდენტმა ახალციხეში სამხარეო ადმინისტრაციის განახლებული შენობა გახსნა საქართველოს პრეზიდენტმა ახალციხეში დღეს სამხარეო ადმინისტრაციის განახლებული შენობა გახსნა, რომელშიც განთავსდება მხარის გუბერნატორის ადმინისტრაცია, საკრებულო და გამგეობა.
26.12.2011 მიხეილ სააკაშვილმა ახალციხეში ბიბლიოთეკა გახსნა საქართველოს პრეზიდენტმა ახალციხის ცენტრში დღეს ბიბლიოთეკა გახსნა, სადაც ნებისმიერ მსურველს ცოდნისა და ინფორმაციის მიღება როგორც წიგნებიდან, ისე ინტერნეტის საშუალებით შეუძლია.
26.12.2011 მიხიელ სააკაშვილმა ადიგენში ახალი, ულტრათანამედროვე საავადმყოფო გახსნა მიხიელ სააკაშვილმა ახალი კლინიკა ჯანდაცვის მინისტრთან ანდრია ურუშაძესთან ერთად დაათვალიერა და ამ საავადმყოფოსა და ჯანდაცვის განვითარების თაობაზე ისაუბრა.
25.12.2011 საქართველოს პრეზიდენტი პროგრამის “ქართული ენა მომავალი წარმატებისთვის” მონაწილე პედაგოგებს შეხვდა მიხეილ სააკაშვილმა პედაგოგებთან ერთად ახალ სასწავლო წელს დაწყებული პროგრამის შედეგები შეაფასა. ასევე, მან ბულგარეთში შუმენის საერთაშორისო ოლიმპიადაზე გამარჯვებული მოსწავლეები IPAD-ებით დაასაჩუქრა.
25.12.2011 საქართველოს პრეზიდენტმა სრულიად საქართველს კათალიკოს პატრიარქს აღსაყდრებიდან 34 წელი მიულოცა საქართველოს პრეზიდენტმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარესს ილია მეორეს აღსაყდრებიდან 34 წელი სამების საკათედრო ტაძარში მიულოცა.
24.12.2011 საქართველოს პრეზიდენტმა თურქეთის ეროვნული მეჯლისის საპარლამენტო დელეგაცია მიიღო საქართველოს პრეზიდენტმა დღეს თურქეთის ეროვნული მეჯლისის საპარლამენტო დელეგაცია მიიღო, რომელთა შორის ქვეყნის მმართველი პარტიის "სამართლიანობისა და აღორძინების", ასევე, სახალხო რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენლები იყვნენ.
24.12.2011 საქართველოს პრეზიდენტმა ულტრათანამედროვე საავადმყოფო სამტრედიაში გახსნა მრავალპროფილიანი კლინიკა, რომელიც ულტრათანამედროვე და მაღალტექნოლოგიური აპარატურით არის აღჭურვილი, 35-საწოლიანია და იქ 150-მდე კვალიფიციური სპეციალისტია დასაქმებული
24.12.2011 მიხეილ სააკაშვილმა საქართველოში მცხოვრებ კათოლიკეებს ქრისტეშობის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცა მინდა მოგილოცოთ ქრისტეშობის ბრწყინვალე დღესასწაული და თითოეული თქვენგანის ოჯახს ბედნიერება
23.12.2011 საქართველოს პრეზიდენტი ვაცლავ ჰაველის დაკრძალვის ცერემონიალს დაესწრო საქართველოს პრეზიდენტი დღეს პრაღაში, ჩეხეთის რესპუბლიკის პირველი პრეზიდენტის, 1989 წლის „ხავერდოვანი რევოლუციის“ ერთ-ერთი ლიდერის ვაცლავ ჰაველის დაკრძალვის ოფიციალურ ცერემონიალს დაესწრო.
21.12.2011 პრეზიდენტის ინიციატივით, ახალი პროგრამა „ღიმილიანი საქართველო“ ამოქმედდება  ახალი საპრეზიდენტო პროგრამა „ღიმილიანი საქართველო“ სოციალურად დაუცველთათვის უფასო სტომატოლოგიურ მომსახურებას ითვალისწინებს.
21.12.2011 საქართველოს პრეზიდენტი: „ახლა კრიტიკაზე მეტად, ახალი იდეები გვჭირდება“ მიხეილ სააკაშვილმა დღეს ბათუმის იუსტიციის სახლთან ცნობილი ქართველი ხელოვანის თამარ კვესიტაძის ახალი მოძრავი ქანდაკება „როტაცია“ ავტორთან ერთად მოინახულა.
20.12.2011 საქართველოს პრეზიდენტმა ებრაელ ხალხს ხანუქას დღესასწაული მიულოცა. დღეს ებრაელი ხალხი ხანუქას ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს. დღესასწაულს, რომელიც რწმენის სიმტკიცის და ტრადიციების განახლების სიმბოლოა.
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)