Google+

რელიზები

11.11.2013 საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 10 ოქტომბრის N10/10/01 განკარგულებით გამოცხადებულ კონკურსში მონაწილე პირთა სია „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრობის კანდიდატის შესარჩევი ღია კონკურსის ჩატარების...
11.11.2013 საქართველოს მოქალაქეობის გამარტივებული წესით მინიჭებასთან დაკავშირებით განცხადებების მიღება ხვალ - 2013 წლის  12 ნოემბრის 18 საათიდან შეწყდება. მას შემდეგ, რაც საქართველოს პრეზიდენტისთვის ცნობილი გახდა იმის თაობაზე, რომ იუსტიციის სამინისტრო მო...
09.11.2013 საქართველოს პრეზიდენტი მერანოს ღვინის ფესტივალზე ევროპულ ბაზარზე ქართული ღვინის პოპულარიზაციის მიზნით, მიხეილ სააკაშვილი ქართველი მეღვინეების ჯგუფთან ერთად მერანოში ღვინის ფესტივალის გახსნას დაესწრო და მონაწილეებს სიტყვით მიმართა.
08.11.2013 საქართველოს პრეზიდენტი: „ვილფრიდ მარტენსისა და სხვა მსოფლიო ლიდერების წყალობით მსოფლიო გახდა ბევრად უკეთესი - უფრო დიდი შესაძლებლობებით“ საქართველოს პრეზიდენტმა ევროპის სახალხო პარტიის ლიდერი ვილფრედ მარტენსი, სიკვდილის შემდეგ წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენით დააჯილდოვა.
07.11.2013 საქართველოს პრეზიდენტი ევროპარლამენტარებსა და ევროპის სხვადასხვა პარტიის წარმომადგენლებს შეხვდა ქვეყნის პირველმა პირმა, საქართველოსთან აქტიური და ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის, მათ მადლობა გადაუხადა.
07.11.2013 საქართველოს პრეზიდენტმა ჩეხეთის ელჩი ღირსების ორდენით დააჯილდოვა მიხეილ სააკაშვილმა ივან იესტრჟაბს ნაყოფიერი მოღვაწეობისთვის მადლობა გადაუხადა.
06.11.2013 საქართველოს პრეზიდენტმა ხელნაწერთა ეროვნული ცენტრს  XI საუკუნის ხელნაწერი ბიბლია უსახსოვრა ქვეყნის პირველმა პირმა ბიბლია ხელნაწერთა ცენტრის დირექტორს ბუბა კუდავას გადასცა.
05.11.2013 საქართველოს პრეზიდენტმა რევაზ ჭარბაძე და სერგეი ბონდარჩუკი ვახტანგ გორგასლის პირველი ხარისხის ორდენებით დააჯილდოვა მიხეილ სააკაშვილმა დეტალურად ისაუბრა თითოეული მათგანის დამსახურებაზე და გაწეული ღვაწლისთვის მადლობა გადაუხადა.
04.11.2013 პარიზში მიხეილ სააკაშვილისა და ნიკოლა სარკოზის შორის შეხვედრა გაიმართა საუბრის მთავარი თემა საქართველოს ევროპული ინტეგრაცია და ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის საკითხი, მათ შორის რუსეთის მხრიდან ცეცხლის შეწყვეტის შესახებ 6-პუნქტიანი შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების უგულვებელყოფა იყო.
30.10.2013 საქართველოს პრეზიდენტი კონრად ადენაუერის ფონდის  კონფერენციას დაესწრო საქართველოს პრეზიდენტი კონრად ადენაუერის ფონდის მიწვევით, ბრიუსელში გამართულ კონფერენციას დაესწრო. ფონდის მიერ ორგანიზებულ შეხვედრაში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის დიპლომატები, ექსპერტები, პოლიტოლოგები და მედიის წარმომადგენლები იღებდნენ მონაწილეობას.
29.10.2013 საქართველოს პრეზდენტი ევროკომისიის პრეზიდენტს შეხვდა ბრიუსელში დღეს მიხეილ სააკაშვილისა და ევროკომისიის პრეზიდენტის შეხვედრა გაიმართა. ხოსე მანუელ ბაროსომ საქართველოსა და ევროკავშირს შორის მიღწეულ პროგრესზე ისაუბრა
27.10.2013 საქრთველოს პრეზიდენტის მიმართვა "საქართველომ აირჩია ახალი პრეზიდენტი და მინდა ყველა ამომრჩეველს, ვინც მონაწილეობა მიიღო არჩევნებში, ვუთხრა მადლობა, რადგან ყველა არჩევნები, მიუხედავად მათი შედეგებისა, ემსახურება ყოველ ჯერზე დემოკრატიის შემდგომ განვითარებას ჩვენს ქვეყანაში...
26.10.2013 საქართველოს პრეზიდენტმა ალვანში ეროვნული გმირის გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გახსნა მიხეილ სააკაშვილმა ეროვნული გმირის წოდება ზვიად გამსახურდიას, მერაბ კოსტავას, გრიგოლ ფერაძეს, ამბროსი ხელაიას, ექვთიმე თაყაიშვილს, მიხაკო წერეთელს და გენერალ მაზმიაშვილს მიანიჭა.
24.10.2013 საქართველოს პრეზიდენტმა ახალგაზრდებს მიმართა თქვენ ხედავთ, რომ ჩვენ წარმოვადგენთ ორ სხვადასხვა საქართველოს. იგი წარმოადგენს წარსულის საქართველოს, ხოლო მე თქვენთან ერთად წარმოვადგენ მომავლის საქართველოს...
23.10.2013 მთავრობამ თბილისის გარშემო თავდაცვითი ზღუდის მშენებლობა შეაჩერა ბევრი ვიმუშავეთ და ძალიან დიდი ენერგია ჩავაქსოვეთ. მშენებლობა დღეს მთლიანად შეჩერებულია და არსებული ნაგებობების ამუშავება, პრაქტიკულად, მთლიანად საბოტაჟის ქვეშ არის.
22.10.2013 საქართველოს პრეზიდენტი: ზურაბ ჟვანია იყო დიდი პოლიტიკოსი, რომელი დიდი პოლიტიკოსია მისი ძმა?! საქართველოს პრეზიდენტი ბიძინა ივანიშვილის განცხადებას გამოეხმაურა, რომელიც მან, მიხეილ სააკაშვილის თქმით, „მითიურ“ სისხლის სამართლის საქმეებთან დაკავშირებით გააკეთა.
22.10.2013 საქართველოს პრეზიდენტი ოჯახთან ერთად იმ ბინაში გადადის  საცხოვრებლად, სადაც 2004 წლამდე ცხოვრობდა საქართველოს პრეზიდენტი და ქვეყნის პირველი ლედი დიღმის #9-ში მდებარე სახლს ტოვებენ, სადაც ბოლო წლების განმავლობაში ცხოვრობდნენ.
22.10.2013 საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადება საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია საჭიროდ მიიჩნევს განმარტოს ზოგიერთი დეტალი ადმინისტრაციაში მოხელეთა ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად გამოცხადებულ საჯარო კონკურსთან დაკავშირებით...
19.10.2013 საქართველო პრეზიდენტი მთავრობას  მოუწოდებს  აჭარაში შეჩერებული პროექტების განახლებისა და ინვესტორების დაბრუნებისკენ "კიდევ ერთი წელი რომ დაგვცლოდა, ჩავუყრიდით ისეთ მაღალმთიან აჭარას, რომელიც რამდენიმე წელიწადში მსოფლიოს ძალიან ბევრ მდიდრულ კურორტს აჯობებდა და ხალხს გაუმართავდა ხელს გარშემო."-განაცხადა ქვეყნის პირველმა პირმა
19.10.2013 საქართველოს პრეზიდენტმა ნათენაძეების ოჯახს ღირსების ორდენით დააჯილდოვა პრეზიდენტი ნათენაძეებს რაბათში ესტუმრა, ქვეყნის პირველი პირი მათი წარმოებით დაინტერესდა. მიხეილ სააკაშვილმა მათ მადლობა გადაუხადა ამ ენთუზიაზისთმის და ღირსების ორდენები პირადად გადასცა.
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)