Google+

საქართველოს პრეზიდენტი ევროსაბჭოს თავმჯდომარეს შეხვდა. მიხეილ სააკაშვილმა ყურადღება ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებზე გაამახვილა და ევროსაბჭოს ლიდერს მჭიდრო თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა.

 

მიხეილ სააკაშვილისა და ნიკოლა სარკოზის საუბრის მთავარი თემა საქართველოს ევროპული ინტეგრაცია და ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის საკითხი, ასევე რუსეთის მხრიდან ცეცხლის შეწყვეტის შესახებ 6-პუნქტიანი შეთანხმების მნიშვნელობა იყო.

 

მიხეილ სააკაშვილი ევროკომისიის პრეზიდენტს შეხვდა.ხოსე მანუელ ბაროსომ საქართველოსა და ევროკავშირს შორის მიღწეულ პროგრესზე ისაუბრა და კიდევ ერთხელ აღნიშნა,რომ ქვეყანამ მიხეილ სააკაშვილის ლიდერობით, მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწია

 

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი: "მე ყოველთვის თქვენს გვერდით და თქვენთან ერთად ვიქნები, თუმცა სხვა შესაძლებლობებით და სხვა შენობიდან...უზომოდ მადლიერი ვარ თქვენი და ქედს ვიხრი თქვენ წინაშე!"