Google+

რელიზები

21.12.2011
პრეზიდენტის ინიციატივით, ახალი პროგრამა „ღიმილიანი საქართველო“ ამოქმედდება 

იუბილარი პრეზიდენტი დღეს ბათუმის სათნოების სახლს ესტუმრა და მოხუცებს უცხოელი  მეგობრების ნაჩუქარი ხიზილალითა და ესპანური ყველით გაუმასპინძლდა. საქართველოს პრეზიდენტი ხანდაზმულებს გაესაუბრა და მათ ახალი საპრეზიდენტო პროგრამის „ღიმილიანი საქართველოს“ ინიციატივა გააცნო, რომელიც სოციალურად დაუცველთათვის უფასო სტომატოლოგიურ მომსახურებას ითვალისწინებს. პრეზიდენტის დავალებით,   აჭარაში იმ ადამიანთა სრული აღრიცხვა დაიწყება, რომლებსაც ამ მხრივ ყველაზე მეტად სჭირდებათ დახმარება.   

„ის ადამიანები, რომლებიც სათნოების სახლის მომსახურებით სარგებლობენ და ყველაზე მეტად სჭირდებათ დაცვა მთელი ქვეყნის მასშტაბით უნდა აღვრიცხოთ. მათთვის გამოვყოფთ თანხას, რათა სტომატოლოგიური პრობლემები მოვუგვაროთ. მინდა ყველა ასაკოვანი ადამიანი იღიმებოდეს... ახალმა პროგრამამ „ღიმილიანი საქართველო“ ყველა ქალაქი და სოფელი უნდა მოიცვას. თავის მხრივ, ეს პროგრამა დარგის განვითარებასაც შეუწყობს ხელს“ - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.

 



ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)