Google+

რელიზები

20.12.2011 საქართველოს პრეზიდენტმა ებრაელ ხალხს ხანუქას დღესასწაული მიულოცა. დღეს ებრაელი ხალხი ხანუქას ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს. დღესასწაულს, რომელიც რწმენის სიმტკიცის და ტრადიციების განახლების სიმბოლოა.
19.12.2011 საქართველოს პრეზიდენტმა ვაცლავ ჰაველის გარდაცვალების გამო მწუხარება გამოხატა საქართველოს პრეზიდენტმა ჩეხეთის რესპუბლიკის პირველი პრეზიდენტის გარდაცვალების გამო მწუხარება გამოთქვა.
19.12.2011 მიხეილ სააკაშვილმა ქობულეთის ინფრასტრუქტურული პროექტები განიხილა  ქვეყნის პირველმა პირმა ყურადღება ინფრასტრუქტურულ პროექტებსა და ქობულეთის განვითარების გეგმაზე გაამახვილა.
19.12.2011 საქართველოს პრეზიდენტმა ქობულეთის მახლობლად სასათბურე მეურნეობა დაათვალიერა საქართველოს პრეზიდენტმა ქობულეთის მახლობლად უკრაინული კერძო ინვესტიციით აშენებული ახალი სასათბურე მეურნეობა მოინახულა, რომელიც პირველ მოსავალს იანვარში მიიღებს.
19.12.2011 საქართველოს პრეზიდენტმა ქობულეთში ახლადგახსნილი საოჯახო სასტუმრო დაათვალიერა საქართველოს პრეზიდენტი ქობულეთში ამირან ვერულიძის ოჯახს ესტუმრა და მისი საოჯახო სასტუმრო დაათვალიერა. მიხეილ სააკაშვილი ოჯახის უფროსსაც გაესაუბრა და სასტუმროს პირობებით დაინტერესდა.
18.12.2011 საქართველოს პრეზიდენტმა რაგბისა და კალათბურთის ფედერაციებისა და ნაკრებების ხელმძღვანელები დააჯილდოვა მიხეილ სააკაშვილმა რაგბის და კალათბურთის ნაკრებების მწვრთნელები, საქართველოს კალათბურთისა და რაგბის ეროვნული ფედერაციების პრეზიდენტები ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენით დააჯილდოვა.
16.12.2011 საქართველოს პრეზიდენტმა ოზურგეთში ახალი მრავალპროფილიანი საავადმყოფო გახსნა მიხეილ სააკაშვილმა კლინიკა დაათვალიერა, მედპერსონალს გაესაუბრა და პირველი პაციენტებიც მოინახულა.
16.12.2011 საქართველოს პრეზიდენტმა მომავალი წელი გურიის აღორძინების წლად გამოაცხადა საქართველოს პრეზიდენტი დღეს ოზურგეთში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდა და მათ გურიის აღორძინების გეგმა გააცნო.
13.12.2011 საქართველოს პრეზიდენტმა სტრასბურგის საშობაო ბაზრობაზე კომენტარი გააკეთა საქართველოს პრეზიდენტმა სტრასბურგში მოწყობილი საშობაო ბაზრობის დათვალიერების დროს ქალაქის ვიცე-მერს ნაველ რაფიკს მადლობა გადაუხადა იმისათვის, რომ საქართველოს შესაძლებლობა მიეცა მომავალ წელს აქ ქართული სოფელი გამართოს.
13.12.2011 სტრასბურგის საშობაო ბაზრობას მომავალ წელს საქართველო გამართავს გუტენბერგის მოედანზე მიხეილ სააკაშვილი სტრასბურგის ვიცე-მერთან ნაველ რაფიკთან ერთად მივიდა და ის ადგილი დაათვალიერა, სადაც მომავალ წელს ქართული სოფელი მოეწყობა.
13.12.2011 საქართველოს პრეზიდენტმა ბათუმში მიმდინარე მშენებლობები დაათვალიერა საქართველოს პრეზიდენტმა ბათუმში მიმდინარე სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერა. თავდაპირველად მიხეილ სააკაშვილი სასტუმრო კემპინსკის მშენებლობაზე მივიდა, რომლის დასრულებას 2013 წლისთვის ვარაუდობენ.
11.12.2011 მიხეილ სააკაშვილი: „არაფერი ისე მნიშვნელოვანი არ არის, როგორც სოფელი“
საქართველოს პრეზიდენტი ზესტაფონის რაიონის სოფელ დილიკაურის მკვიდრ რევაზ სუქნიძის ოჯახს ესტუმრა და მას, სიმბოლურად, საგაზაფხულო სამუშაოების - ხვნა-თესვის პირველი ვაუჩერი გადასცა.
11.12.2011 საქართველოს პრეზიდენტმა ზესტაფონში ახალი თანამედროვე სტანდარტების კლინიკა გახსნა
მიხეილ სააკაშვილმა ზესტაფონში დღეს ახალი მრავალპროფილიანი საავამყოფო გახსნა, რომელიც ყველა თანამედროვე სტანდარტს შეესაბამება.
10.12.2011 საქართველოს პრეზიდენტის განცხადება რუსეთში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ჩვენ გამოვხატავთ სიმპათიას რუსი ხალხის მიმართ, რომელიც დღეს იგივე უსამართლობას ებრძვის...
10.12.2011 საქართველოს პრეზიდენტმა რეაბილიტირებული ალაზანჰესი დაათვალიერა საქართველოს პრეზიდენტმა კახეთის რეგიონისთვის ალაზანჰესის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. მიხეილ სააკაშვილმა ქვეყნის ჰიდროენერგეტიკულ პოტენციალსა და საქართველოში ჰესების მშენებლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა
10.12.2011 მიხეილ სააკაშვილმა საგარეჯოში ახალი საავადმყოფო გახსნა  მიხეილ სააკაშვილმა საავადმყოფო დაათვალიერა და პირველი პაციენტებიც მოინახულა. საავადმყოფოს სამშობიარო განყოფილებაში უკვე ექვსი ახალშობილია
10.12.2011 საქართველოს პრეზიდენტმა ჯგუფ „ქენდის" წევრებს გამარჯვება მიულოცა საბავშო ევროვიზიაში გამარჯვებულ ჯგუფ „ქენდის" საქართველოს პრეზიდენტმა დღეს სასახლეში უმასპინძლა და გამარჯვება პირადად მიულოცა. პრეზიდენტი პატარებს გაესაუბრა და მათ შემდგომი წარმატებები უსურვა.
09.12.2011 საქართველოს პრეზიდენტმა ახალი საავადმყოფოები კასპსა და ხაშურში გახსნა მიხეილ სააკაშვილმა ახალი სამედიცინო ცენტრში დამონტაჟებული ულტრათანამედროვე ტექნიკის მუშაობას გაეცნო და პირველი პაციენტებიც მოინახულა.
08.12.2011 მიხეილ სააკაშვილი:  საქართველოს გამთლიანების გზა ევროპაზე გადის საქართველოს პრეზიდენტი მეორე დღეა, რაც ევროპის სახალხო პარტიის მე-20 ყრილობის მუშაობაში იღებს მონაწილეობას. ევროპელი ლიდერებიმარსელში ევროზონის კრიზისისა და ევროს გადარჩენის საკითხებს განიხილავენ.
08.12.2011 საქართველოს პრეზიდენტი კანში ამერიკული აკადემიის დაჯილდოების ცერემონიალს დაესწრო საქართველომ აკადემიის მიერ დაწესებულულ 3 ნომინაციაში გაიმარჯვა. ორგანიზიტორთა გადაწყვეტილებით, აჭარის ავტონომიური რეგიონი "ხუთვარსკვლავიანი ბრილიანტის" მფლობელი გახდა
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)