Google+

რელიზები

07.12.2011 საქართველოს პრეზიდენტი ევროპის სახალხო პარტიის ყრილობას ესწრება საქართველოს პრეზიდენტი საფრანგეთში ევროპის სახალხო პარტიის პრეზიდენტის პირადი მოწვევით პარტიის ყრილობას დაესწრო.
05.12.2011 ახალი რაიონული საავადმყოფოები მიხეილ სააკაშვილმა თერჯოლასა და ტყიბულში გახსნა საქართველოს პრეზიდენტმა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრთან ერთად, ჰოსპიტალური სექტორის განვითარების პროექტის ფარგლებში, ახალი სამედიცინო ცენტრები თერჯოლასა და ტყიბულში გახსნა.
04.12.2011 საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით სამეგრელოში ახალი ქალაქი ლაზიკა აშენდება სამეგრელოს მოსახლეობას პრეზიდენტმა ახალი ინიციატივა გააცნო, რომლის განხორციელებაზე მუშაობა უკვე დაწყებულია. მიხეილ სააკაშვილით თქმით, ანაკლიასა და ყულევს შორის დაფუძნდება ახალი ქალაქი, სახელწოდებით, ლაზიკა.
04.12.2011 საქართველოს პრეზიდენტმა ახალი საავადმყოფო ხონის რაიონში გახსნა მიხეილ სააკაშვილმა ახალი რაიონული კლინიკა დაათვალიერა და სამედიცინო პერსონალსაც გაესაუბრა. როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, პოსტსაბჭოთა სივრცეზე საქართველოს ჯანდაცვის საუკეთესო სისტემა იქნება.
03.12.2011 საქართველოს პრეზიდენტმა გლდანის პროფესიული გადამზადების ცენტრის მშენებლობას ჩაუყარა საფუძველი მიხეილ სააკაშვილმა შენობის საძირკველში სიმბოლურად კაფსულა ჩადო და შეკრებილ მოსახლეობას მიმართა. საუბრისას, პირველმა პირმა იმ პროცესებზე გაამახვილა ყურადღება, რომლებიც ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობს.
03.12.2011 ისრაელის მოქალაქეების შეწყალებისთვის მიხეილ სააკაშვილს შიმონ პერესმა მადლობა გადაუხადა ისრაელის პრეზიდენტმა მიხეილს სააკაშვილს ებრაელი მოქალაქეების შეწყალებისათვის მადლობა პირადად გადაუხადა
02.12.2011 მიხეილ სააკაშვილმა ლაგოდეხში ახალი კლინიკა გახსნა საქართველოს პრეზიდენტმა ლაგოდეხში „არქიმედეს კლინიკა“ გახსნა. მიხეილ სააკაშვილი კლინიკის პერსონალსაც გაესაუბრა და პირველი პაციენტებიც მოინახულა.
01.12.2011 საქართველოს პრეზიდენტმა ცენტრალური აზიის ამერიკულ უნივერსიტეტში ახალგაზრდა ლიდერებს მიმართა  საქართველოს პრეზიდენტი ყირგიზ ახალგაზრდებს ვარდების რევოლუციის შემდგომ პერიოდში განხორციელებული რეფორმების შედეგებზე, ასევე ქვეყანაში კორუფციისა და ბიუროკრატიული ბარიერების დაძლევის გამოცდილების თაობაზე ესაუბრა.
01.12.2011 საქართველოს პრეზიდენტი ყირგიზეთის ახლადარჩეულ პრეზიდენტს ალმაზბეკ ატამბაევს შეხვდა მიხეილ სააკაშვილმა და ალმაზბეკ ატამბაევმა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის გაღრმავებაზე, ტურიზმის განვითარებასა და ეკონომიკურ პროექტებზე, მათ შორის, ინვესტიციების განხორციელების შესაძლებლობებზე ისაუბრეს.
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)