Google+

რელიზები

29.06.2013 საქართველოსპრეზიდენტი: „თუ კვლავაც ამ ტემპით გაგრძელდება საქართველოს ეკონომიკის განადგურება, ეს უკვე ეროვნული უსაფრთხოების საკითხი გახდება“ საქართველოს პრეზიდენტი მთავრობას ინფრასტრუქტურული და ეკონომიკური პროექტების დაუყონებლივ განახლებისკენ მოუწოდებს, წინააღმდეგ შემთხვევაში ქვეყნის ეკონომიკა კატასტროფულ ვითარებაში აღმოჩნდება.
28.06.2013 საქართველოს პრეზიდენტი: „ერმა უნდა იგრძნოს, რომ თავად არის თავის ბატონ-პატრონი და საკუთარი წარმატების მთავარი მამოძრავებელი ძალა!“ საქართველოს პრეზიდენტმა ქვეყნის სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლების პროფესორ-მასწავლებლები დააჯილდოვა.
27.06.2013 საქართველოს პრეზიდენტსა და ნატო-ს გენერალურ მდივანს შორის პირისპირ შეხვედრა გაიმართა მხარეებმა ორმხრივი ურთიერთობის გაღრმავების აუცილებლობაზე ისაუბრეს და ევროატლანტიკურ სტრუქტურაში საქართველოს ინტეგრაციის საკითხები განიხილეს.
26.06.2013 საქართველოს პრეზიდენტი მთავრობას ბათუმში სოციალური პროექტების განახლებას ურჩევს მიხეილ სააკაშვილმა განმარტება ბათუმში მის ადგილსამყოფელთან დაკავშირებითაც გააკეთა და ყოფილი მთავრობის წევრების დაპატიმრებების ფაქტსაც გამოეხმაურა
25.06.2013 საქართველოს პრეზიდენტმა პარლამენტის მიერ მიღებულ რამდენიმე კანონის პროექტს ვეტო დაადო მოტივირებული შენიშვნები, რომლითაც ქვეყნის პირველმა პირმა უკან დაუბრუნა კანონპროექტი საქართველოს პარლამენტს, ითვალისწინებს საზოგადოებრივი მაუწყებლის დამოუკიდებლობის და მის საქმიანობაში ჩაურევლობის გარანტიების შენარჩუნებას
25.06.2013 საქართველოს პრეზიდენტმა უკრაინის ვიცე-პრემიერი მიიღო საუბრის მთავარი თემა ორმხრივი ურთიერთობა და სამომავლო თანამშრომლობა იყო.
23.06.2013 გორში "ქართლის ღვინის ფესტივალი 2013" გაიმართა საქართველოს პრეზიდენტი გორში , რეაბილიტირებულ ციხის უბანში გამართულ ,, ქართლის ღვინის ფესტივალს’’ დაესწრო.
20.06.2013 საქართველოს პრეზიდენტი: „ამ დანაშაულის ჩამდენები უმკაცრესად უნდა დაისაჯონ“ საქართველოს პრეზიდენტმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ვიდეომასალასთან დაკავშირებით, განცხადება გააკეთა.
20.06.2013 საქართველოს პრეზიდენტი EPP-ის ყრილობის ფარგლებში ევროპელ ლიდერებს შეხვდა მიხეილ სააკაშვილი უნგრეთის პრემიერ-მინისტრსა და EPP-ის პრეზიდენტს შეხვდა.
20.06.2013 საქართველოს პრეზიდენტი ვენაში „ევროპის სახალხო პარტიის“ გაფართოებულ  ყრილობას დაესწრება მიხეილ სააკაშვილთან ერთად ყრილობის მუშაობაში მონაწილეობას მიიღებენ ევროპელი ლიდერები, სახელმწიფოთა მეთაურები და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
18.06.2013 საქართველოს პრეზიდენტმა გიგა ლორთქიფანიძის გარდაცვალებასთან დაკავშირებით მწუხარება გამოთქვა ვწუხვარ გენიალური ქართველი რეჟისორის, შემოქმედისა და დიდი ქართველი - გიგა ლორთქიფანიძის გარდაცვალების გამო.
18.06.2013 საქართველოს პრეზიდენტის პრესპიკერმა   ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის დროზე ადრე   გაწვევის ფაქტთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა.
,,სამწუხაროა რომ საქართველოს დღვენდელი ხელისუფლების უმოქმედობის გამო გვიწევს ამ განცხადების გაკეთება....
17.06.2013 საქართველოს პრეზიდენტი ქვეყნის სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებს შეხვდა მიხეილ სააკაშვილმა ახალგაზრდები პრეზიდენტის სასახლეში "უმაღლესი განათლების შესახებ" კანონში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით, მათი პოზიციისა და აზრის მოსასმენად, ღია ეთერით მიიწვია
16.06.2013 მიხეილ სააკაშვილი დღეს  პანამის პრეზიდენს რიკარდო მარტინელს შეხვდა საქართველოს პრეზიდენტი რომში FAO-ს კონფერენციის პარალელურად, სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებთან მართავს შეხვედრებს. მიხეილ სააკაშვილი დღეს პანამის პრეზიდენს რიკარდო მარტინელს შეხვდა. საუბრის მთავარი თემა ორმხრივი ურთიერთობის გაღრმავება და არაღიარების პოლიტიკის მხარდაჭერა იყო. მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებიც განიხილეს.
16.06.2013 საქართველოს პრეზიდენტი FAO-ს 38-ე კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა რომში FAO-ს საერთშორისო კონფერენციის დაწყებამდე, დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა. ღონისძიება საქართველოს დაჯილდოებით გაიხსნა. სპეციალური პრემია „შიმშილის წინააღმდეგ ბრძოლაში მიღწეული წარმატებისთვის“ FAO-ს გენერალურმა მდივანმა ჯოზე გრაციანო დასილვამ საქართველოს პრეზიდენტს გადასცა. FAO-ს გადაწყვეტილებით, სპეციალური პრემია გაეროს წევრი ქვეყნების იმ ლიდერებს გადაეცათ, რომლებაც ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი რეფორმები განახორციელეს და მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწიეს.
16.06.2013 საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტი იტალიის რესპუბლიკაში დაიწყო რომში დღეს იხსნება გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის მსოფლიო ორგანიზაციის 38-ე საერთაშორისო კონფერენცია. მასში მონაწილეობის მისაღებად იტალიის დედაქალაქში საქართველოს პრეზიდენტი იმყოფება.
15.06.2013 მიხეილ სააკაშვილი: სიტყვა „პატრიოტი“ არ არის რომელიმე პარტიის საკუთრება - ეს ეროვნული ტერმინია
საქართველოს პრეზიდენტი მიესალმება პატრიოტთა ბანაკების განახლებას. როგორც მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა, მთავრობამ შეცვალა საკუთარი გადაწყვეტილება, თუმცა, მისი თქმით, სამწუხარო ტენდენციაა ის, რომ ანადგურებენ პატრიოტთა სიმბოლიკას.
15.06.2013 საქართველოს პრეზიდენტი იტალიაში საერთაშორისო კონფერენციის მუშაობაში მიიღებს მონაწილეობას
მიხეილ სააკაშვილი სიტყვით წარსდგება სპეციალურ სესიაზე და ამ მიმართულებით საქართველოში განხორციელებულ პროექტებზე ისაუბრებს. ასევე დაგეგმილია შეხვედრა ქვეყნის პირველი პირის შეხვედრა FAO-ს გენერლურ დირექტორთან.
15.06.2013 საქართველოს პრეზიდენტი აშშ-ის კონგრესის განცხადებას გამოეხმაურა
საქართველოს პრეზიდენტი ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის განცხადებას გამოეხმაურა. როგორც მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, კონგრესის კომიტეტმა მიიღო რეზოლუცია, რომელშიც აღნიშნულია საქართველოში დემოკრატიის შეზღუდვისა და ქვეყნის უკუსვლის თაობაზე.
14.06.2013 საქართველოს პრეზიდენტი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებს შეხვდა მიხეილ სააკაშვილმა მიმართვა საგანმანათლებლო სისტემაში დაგეგმილ ცლილებებისა და იმ კანონპროექტის კრიტიკით დაიწყო, რომელიც საქართველოს პარლამენტში ამჟამად განიხილება.
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)