Google+

რელიზები

18.11.2010
საქართველოს პრეზიდენტი სამძიმარს უცხადებს გია არსენიშვილის ოჯახს, მისი გარდაცვალების გამო

„ვწუხვარ ღირსეული ქართველის, გამორჩეული ადამიანის გია არსენიშვილის გარდაცვალების გამო. ბატონი გიას სახით, მე დავკარგე პირადი მეგობარი და დიდი ხნის მრჩეველი, ქართულ საზოგადოებას კეთილშობილი, ჭკვიანი, გულისხმიერი ადამიანი დააკლდა, ქვეყნის პარლამენტს - მნიშვნელოვანი საზოგადო მოღვაწე.

თანაგრძნობას ვუცხადებ ბატონი გიას ოჯახსა და ახლობლებს და მათთან ერთად ვიზიარებ მისი გარდაცვალებით გამოწვეულ ტკივილსა და მწუხარებას".

საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, ბატონ გია არსენიშვილს სიკვდილის შემდეგ ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენი მიენიჭა.  




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)