Google+

რელიზები

15.03.2012
საქართველოს პრეზიდენტმა წნორის ახალი საავადმყოფო დაათვალიერა

საქართველოს პრეზიდენტმა დღეს ჰოსპიტალური სექტორის განვითარების პროგრამის ფარგლებში გახსნილი კიდევ ერთი საავადმყოფო დაათვალიერა. მიხეილ სააკაშვილმა წნორის ახალ კლინიკაში  პაციენტებიც მოინახულა და მომსახურე პერსონალსაც გაესაუბრა. ქვეყნის პირველმა პირმა ადგილობრივ მოსახლეობას სიტყვით მიმართა და აღნიშნა, თუ რაოდენ აუცილებელია სამედიცინო მომსახურებაზე ყველას მიუწვდებოდეს ხელი.

„ყველას უნდა მიუწვდებოდეს ხელი დაზღვევაზე. ყველგან უნდა იყოს საუკეთესო აპარატურა, საუკეთესო ექიმები, გამთბარი, კონდიცირებული და კეთილმოწყობილი პალატები. ეს ყველაფერი ხალხისთვისაა,“ - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.

პრეზიდენტმა თანასწორობის იდეაზე ისაუბრა. მისი თქმით, ქვეყნის წინსვლა საზოგადოებაზე თანაბრად უნდა აისახოს და უმნიშვნელოვანესია, რომ მოქალაქეები იყვნენ თანასწორნი ყველა მიმართულებით. შესაბამისად, მსგავსი პროექტები მთელი საქართველოს მასშტაბით განხორციელდება.

„ყველა საავადმყოფო და სკოლა იქნება საუკეთესოდ მოწყობილი და ყველასათვის ხელმისაწვდომი. ჩვენმა ხალხმა დაიმსახურა ნორმალური ცხოვრება. ჩვენს შვილებს კი არც კი უნდა წარმოედგინოთ გაჭირვება,“ - განაცხადა მან.

ამას გარდა, მიხეილ სააკაშვილმა ადგილობრივებს კონკრეტული ინიციატივა გააცნო, ქართველ გლეხებს დამატებითი ღირებულების გადასახადისგან გაათავისუფლებს.

წნორის ახალი საავადმყოფო სადაზღვევო კომპანიამ „არქიმედე გლობალ ჯორჯიამ“ ააშენა, რისთვისაც ოთხ მილიონიანი ინვესტიცია განახორციელა. კლინიკა 35 საწოლიანია და მასში 100-ზე მეტი ადგილობრივი სპეციალისტია დასაქმებული.  



ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)