Google+

რელიზები

25.02.2012
მიხეილ სააკაშვილი ახალი ქართული ჯავშანტრანსპორტიორის "ლაზიკას" პრეზენტაციას დაესწრო

საქართველოს პრეზიდენტი დღეს ვაზიანის სამხედრო პოლიგონზე ახალი ქართული ჯავშანტრანსპორტიორის "ლაზიკას" პრეზენტაციას დაესწრო. მიხეილ სააკაშვილმა თავდაცვის მინისტრთან ერთად პირადად მიიღო მონაწილეობა ახალი ჯავშანტექნიკის მონაცემების გამოცდაში. ქვეყნის პირველმა პირმა აღნიშნა, რომ ძალიან ცოტა ქვეყანას შეუძლია მუხლუხებიანი ჯავშანტექნიკის წარმოება, საქართველო კი ერთ-ერთი მათგანია. დღესვე, ვაზიანის სამხედრო ბაზაზე ახალი ჯავშანტექნიკის ტაქტიკურ-ტექნიკური მახასიათებლების დემონსტრირებაც მოხდა.

 ქართული საბრძოლო მანქანა "ლაზიკა" აღჭურვილია შეიარაღების დისტანციური მართვის მოდულითა და ცეცხლის მართვის სისტემით. მასზე დამონტაჟებულია 23 მილიმერიანი კალიბრის ქვემეხი და 7,62 მილიმეტრიანი კალიბრის ტყვიამფრქვევი. სადღეღამისო და თერმული ხედვის კამერებით შესაძლებელია მანქანის შიგნიდან სამიზნის დისტანციურად აღმოჩენა, იდენტიფიკაციასა და ცეცხლის მართვა ნებისმიერ მეტეოროლოგიურ პირობებში. „ლაზიკას“ ეკიპაჟი 3 ადამიანისაგან შედგება და მას 7 დესანტის გადაყვანა შეუძლია.

 



ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)