Google+

რელიზები

29.01.2012
საქართველოს პრეზიდენტმა ელენე გედევანიშვილს წარმატება მიულოცა

ქართველი მოციგურავის, ელენე გედევანიშვილის წარმატებასთან დაკავშირებით, რომელმაც ევროპის ჩემპიონატზე მესამე საპრიზო ადგილი მოიპოვა და ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა, საქართველოს  პრეზიდენტმა კომენტარი გააკეთა. მიხეილ სააკაშვილი ქართველ სპორტსმენს ტელეფონით ესაუბრა და საერთაშორისო ასპარესზე ესოდენ მნიშვნელოვანი და სერიოზული გამარჯვება მას პირადად მიულოცა. ქვეყნის პირველმა პირმა 2006 წელს რუსეთიდან ქართველების დეპორტაციის ფაქტიც გაიხსენა, რომლის დროსაც გამოძევებულ ქართველთა შორის ელენე გედევანიშვილიც აღმოჩნდა. სამშობლოში დაბრუნებულ ახალგაზრდა სპორტსმენს საქართველოს მთავრობამ უცხოელი მწვრთნელი დაუქირავა,  კანადაში გაამგზავრა და კარიერულ წინსვლაში დაეხმარა.  როგორც პრეზიდენტმა განაცხადა, ელენე გედევანიშვილი არა მარტო სპორტული, არამედ ქართული მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის სიმბოლოა.

“მინდა შემთხვევით ვისარგებლო და მთელ ერს მივულოცო ელენეს წარმატება. მან ევროპის ჩემპიონატზე ფიგურულ სრიალში უკვე მეორედ მოიპოვა ბრინჯაოს მედალი, რაც ძალზე მნიშვნელოვანია. ეს გოგონა ჩვენთვის მართლაც უმნიშვნელოვანეს სიმბოლოს წარმოადგენს. ალბათ, გახსოვთ,  რამხელა პერიპეტიები გადახადა თავს 2006 წელს პატარა გოგონას, მისთვის დრამატულ პერიოდში. ძალიან ბევრი ასეთ წნეხსა და ამდენ პრობლემას  ვერ გაუძლებდა, არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მსოფლიოს მასშტაბით. მან ერთი წამითაც არ დახარა თავი, ბოლომდე დაიცვა საკუთარი ღირსებაც და თავისი ქვეყნის სახელიც. ელენე გედევანიშვილმა საქართველოში, პრაქტიკულად,  სპორტის ახალი სახეობის დანერგვის პრეცენდენტი შექმნა. საკუთარი თვალით მაქვს ნანახი, რომ ათი ათასობით ბავშვი, თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, ზუგდიდსა და იმ ქალაქებში, სადაც შეიქმნა და უმჯობესდება შესაბამისი ინფრასტრუქურა, სპორტის ამ სახეობამ გაიტაცა. ეს ელენეს დამსახურებაა“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

მიხეილ სააკაშვილმა ქართველ სპორტსმენს წარმატებები და შემდგომი წინსვლა უსურვა.



ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)