Google+

რელიზები

21.01.2012
მიხეილ სააკაშვილმა რუსთავში მიმდინარე მშენებლობები დაათვალიერა

მიხეილ სააკაშვილმა რუსთავში საცურაო აუზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა, სადაც ამჟამად შენობის გარე ფასადისა და აუზის მოპირკეთება მიმდინარეობს. საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ უახლოეს პერიოდში ქალაქს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სპორტული კომპლექსი ექნება. მიხეილ სააკაშვილის ინიციატივით, სოციალურად დაუცველი ოჯახების ბავშვები და წარჩინებული მოსწავლეები აუზი სარგებლობას უფასოდ შეძლებენ.

„სოციალურად დაუცველი ოჯახების ბავშვებისთვის საგანგებოდ უნდა შეიქმნას სექციები, რომლებზეც უფასოდ შეძლებენ სიარულს. ასევე, უფასო აბონიმენტები  უნდა დაურიგდეს ადმინისტრაციისგან წარჩინებულ მოსწავლეებს და მათთვის მხოლოდ კომპიუტერები არ უნდა იყოს  სტიმულის მიმცემი. ამ აუზის მშენებლობა ივნისამდე დასრულდება და რუსთავს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი კოკმპლექსი ექნება. წყალბურთის გუნდები, უკვე არის ბათუმსა და ქუთაისში, უნდა გაკეთდეს აქაც და 10 ასეთი გუნდი მაინც თუ შეიქმნება, საქართველოს ეროვნული ლიგის ჩამოყალიბებას შევძლებთ,“ - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

სპორტულ კომპლექსის რეაბილიტაცია საქართველოს პრეზიდენტის ფონდის დაფინანსებით ხორციელდება. მოეწყობა 300 მაყურებელზე გათვლილი ტრიბუნა, სატრენაჟორო დარბაზი და აუზისთვის აუცილებელი ინფრასტრუქტურა. გალამაზდება და შესაბამისად აღიჭურვება აუზის მიმდებარე ტერიტორიაც, რომელიც 3 ათას 500 კვადრატულ მეტრს შეადგენს. საცურაო აუზი ექსპლოატაციაში მიმდინარე წლის მაისში შევა.

დღესვე მიხეილ სააკაშვილმა ახალი სასტუმროს მშენებლობა მოინახულა და პროექტის დეტალების შესახებ ინფორმაცია არქიტექტორისგან მიიღო.

სამვარსკვლავიანი სასტუმრო, რომლის მშენებლობაც რამდენიმე კვირის წინათ დაიწყო და წლის დამლევს დასრულდება, ცხრასართულიანი იქნება და 70 ნომერს მოიცავს. თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სასტუმროს სამშენებლო სამუშაოებს კომპანია „გრანდ ვეჯინი“ აწარმოებს და იქ 100 ადგილობრივია დასაქმებული.



ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)