Google+

რელიზები

20.01.2012
საქართველოს პრეზიდენტმა ესტონეთის საპარლამენტო დელეგაცია მიიღო

საქართველოს პრეზიდენტმა დღეს ესტონეთის საპარლამენტო დელეგაცია რიიგიკოგუს (ესტონეთის პარლამენტის) თავმჯდომარის ენე ერგის ხელმძღვანელობით მიიღო. საუბრის მთავარი თემა ორმხრივი ურთიერთობის გაღრმავება და ქვეყნის ევროატლანტიკურ სტურქტურებში ინტეგრაციის პროცესში მხარდაჭერა იყო. დელეგაციის წევრები ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარებითაც დაინტერესდნენ. საუბარი   საქართველოში დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებსაც შეეხო.

შეხვედრას ესწრებოდნენ ასევე ესტონეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ტომას ლუკი, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ესტონეთში რუსლან აბაშიძე და საქართველოს პარლამენტის დეპუტატი, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის წევრი დავით დარჩიაშვილი.  




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)