Google+

რელიზები

15.07.2011
საქართველოს პრეზიდენტმა მწუხარება გამოხატა ოტია იოსელიანის გარდაცვალების გამო

"მწუხარებას გამოვთქვამ ქართველი მწერლისა და საზოგადო მოღვაწის, ოტია იოსელიანის გარდაცვალების გამო.

ბატონი ოტიას შემოქმედება, რომელზეც თაობები აღიზარდა, სავსეა სიყვარულით, ხალისითა და სითბოთი. განუმეორებელი ოსტატობის, კოლორიტისა და იუმორისათვის იგი უფროსმა თაობამ და პატარა მკითხველმა ერთნაირად შეიყვარა. მისი ნოველები მრავალ ენაზე ითარგმნა, პიესები კი სხვადასხვა თეატრის სცენაზე წარმატებით იდგმება.

ღირსების ორდენით დაჯილდოებული მწერალი, მოქალაქე და პატრიოტი, ყოველთვის მზად იყო ერის სამსახურისათვის. მისი გარდაცვალება ქართული საზოგადოებისათვის დიდი დანაკლისია.

სრულიად საქართველოსთან ერთად ვიზიარებ მისი გარდაცვალებით გამოწვეულ ტკივილსა და მწუხარებას".

                                                                                                                               

                                                                                                                                                           მიხეილ სააკაშვილი




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)