Google+

რელიზები

30.11.2010
საქართველოს პრეზიდენტმა ზუგდიდი-ანაკლიის აეროპორტის მშენებლობა გახსნა

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დღეს ზუგდიდი-ანაკლიის აეროპორტის მშენებლობა დაათვალიერა, რომელიც  ანაკლიის ახალ ტურისტულ ზონას მოემსახურება. 

 „ეს ადგილობრივი მნიშვნელობის აეროპორტია. ფოთის საერთაშორისო აეროპორტი ყველაზე დიდი ქართული აეროპორტი იქნება, რომლის მშენებლობა, იმედი მაქვს, 2012 წელს დასრულდება. ის მოემსახურება  ბათუმს, მესტიას, ანაკლიას და, რა თქმა  უნდა, ნაწილობრივ ქუთაისაც. ანაკლიის აეროპორტს  ადგილობრივი მნიშვნელობა აქვს,  რადგან ეს არის დიდი ტურისტული ზონა. ჯერ ერთი, უნდა გაკეთდეს ერთობლივი მარშუტები, ანაკლია-მესტია. იფრენენ პროპელერიანი თვითმფრინავები, რომელშიც 20 -30 მგზავრი მოთავსდება. ეს არის ყველაზე მობილური და იაფი ტრანსპორტი მგზავრების გადასაყვანად. ასევე იქნება ზუგდიდის აეროპორტი, საიდანაც ზუგდიდელები იფრენენ თბილისში ან რამდენიმეკილომეტრიანი რადიუსის სხვა ადგილებში. ამას გარდა, გაკეთდება პატარ-პატარა ტურისტული ჩარტერები. ასე რომ, ეს ძალიან დიდი მნიშვნელობის ადგილობრივი აეროპორტი გახდება. აეროპორტის მშენებლობა, რეალურად, დაწყებულია. მშენებლობა ჯერ დავიწყეთ და შემდეგ გავხსენით და არა პირიქით. ექსპერიმენტის სახით, აქ უნდა დავდგათ მაღალტექნოლოგიური, ეკოლოგიური  შენობაც", - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.  

საქართველოს პრეზიდენტს ეკონომიკის მინისტრმა პირობა მისცა, რომ ახალი აეროპორტის  თანამედროვე  არქიტექტურის ტენდეციებით დაპროექტებული შენობაც კი, ათასობით ტურისტს მიიზიდავს. მშენებლობა სოფელ ინგირში უკვე დაიწყო - ასაფრენი ბილიკი, დაახლოებით, ერთ კვირაში იქნება მზად, თავად სადგურის შენობა კი - მოგვიანებით.




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)