Google+

რელიზები

29.11.2010
საქართველოს პრეზიდენტი უკრაინის, ბულგარეთისა და მონტენეგროს ვიცეპრემიერებს შეხვდა

ყვარლის ტბაზე დღეს საქართველოს პრეზიდენტმა უკრაინის, ბულგარეთისა და მონტენეგროს ვიცეპრემიერებთან გამართა შეხვედრა.  საუბარის მთავარი თემა  საქართველოში ბიზნესგარემოს გაუმჯობესებისთვის განხორციელებული რეფორმები და ტურიზმის განვითარება იყო.

„დღეს დილით სკოლა გავხსენი სოფელში, სადაც სამი ათასი ადამიანი ცხოვრობს. ვარდების რევოლუციის დროს ამ სოფლის 70 პროცენტმა მხარი დაგვიჭირა. მაშინ ხალხმა გვთხოვა: გზის თუნდაც პატარა მონაკვეთი დაგვიგეთ და ხმას მუდმივად თქვენ მოგცემთო. ჩვენ მათ შვეიცარიის სტანდარტების შესაბამისი გზა გავუკეთეთ, შემოვიყვანეთ ბუნებრივი გაზი, რომელიც არ ჰქონდათ, აღვუდგინეთ წყლის მიწოდება გრაფიკის გარეშე და ახლა ავუშენეთ სკოლა. დღეს, როდესაც სოფელში ჩავედი, წერილების მთელი შეკვრა დამხვდა. მოსახლეობა ისევ ბევრ რამეს ითხოვს. ეს ფაქტი იმას მიანიშნებს, რომ რაც უფრო მეტი კეთდება, მით უფრო მეტს ითხოვს ხალხი. მე ყველაზე უკეთ ვიცი, რამდენად ბევრი გვაქვს გასაკეთებელი იმისთვის, რომ მდგომარეობა კიდევ უფრო გავაუმჯობესოთ", - აღნიშნა მათთან საუბრისას საქართველოს პრეზიდენტმა.    

სერგეი ტიგიბკო, სემიონ იანკოვი და იგორ ლუქსიჩი საქართველოში ბიზნესფორუმში მონაწილეობენ.




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)