Google+

რელიზები

22.10.2010
საქართველოს პრეზიდენტი კომპანია "ინტელის" ვიცე-პრეზიდენტს ჯონ დევისს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დღეს კომპანია "ინტელის"  ვიცე-პრეზიდენტი,  "ინტელის" მსოფლიოს განვითარების პროგრამის გენერალური მენეჯერი ჯონ დევისი მიიღო. შეხვედრას ასევე საქართველოსგანათლებისა და მეცნიერების  მინისტრი დიმიტრი შაშკინი, კომპანიის რეგიონალური მენეჯერი ცენტრალური აზიისა და კავკასიის ტერიტორიაზე  დიმიტრი კისელი და "Microsoft"-ის კოორპორაციის საჯარო და კერძო ალიანსების დირექტორი ჯონ ფერნანდესი ესწრებოდნენ. 

პრეზიდენტთან შეხვედრისას მხარეებმა განიხილეს განათლების, ჯანდაცვისა და მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების საკითხები და შეთანხმდნენ, რომ ითანამშრომლონ ქვეყნის მოსახლეობის პერსონალური კომპიუტერებით ხელმისაწვდომ ფასებში უზრუნველყოფის პროექტის განხორციელების საკითხში.

კორპორაცია "ინტელი" მსოფლიოს მასშტაბით ეკონომიკური ზრდის სტიმულირების მიზნით, ხელს უწყობს ინფორმაციული ტექნოლოგიების ხელმისაწვდომობას. ინტელის პროგრამების დახმარებით  ყოველწლიურად სხვადასხვა სოციალური ჯგუფისა და ასაკის მილიონობით ადამიანისთვის ხელმისაწვდომი ხდება თანამედროვე ტექნოლოგიები, მაღალსიჩქარიანი ინტერნეტკავშირი, გაუმჯობესებული ჯანდაცვის სისტემა და ხარისხიანი განათლება.  ამიერიდან, ამ პროგრამას საქართველოც შეუერთდება და ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის ყველა ფენისთვის საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენება  ხელმისაწვდომი გახდება.

 




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)