Google+

რელიზები

07.08.2005
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი კლინიკა “ოფთალმიჯის” ხელმძღვანელს გიორგი ჯავრიშვილს შეხვდა

დღეს საქართველოს პრეზიდენტი მიხელ სააკაშვილი თვალის კლინიკის "ოფთალმიჯის" ხელმძღვანელს, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორს გიორგი ჯავრიშვილს შეხვდა, რომლის ინიციატივითაც, "ოფთალმიჯი" ცხინვალის რეგიონის მოსახლეობას ოფთალმოლოგიურ ოპერაციებს უფასოდ ჩაუტარებს.

საამისოდ უკვე მზადაა მოძრავი კლინიკა, რომლის საშუალებითაც პაციენტებისთვის ოპერაციის ჩატარება ადგილზე იქნება შესაძლებელი.

შეხვედრის შემდეგ საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა: "ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე კლინიკა "ოფთალმიჯი" ერთ-ერთი საუკეთესოა. გიორგი ჯავრიშვილი შესანიშნავი ინიციატივით გამოდის - ცხინვალის რეგიონში იმ რაოდენობის უფასო ოფალმოლოგიური ოპერაცია გაკეთდეს, რამდენიც საჭირო იქნება. ამას ჩვენც მხარს ვუჭერთ. რამდენიმე კვირის წინათ, ფრიდონ თოდუამ იქ უნიკალური სამედიცინო აპარატურა ჩაიტანა, ახლა უკვე გიორგი ჯავრიშვილის კლინიკას აქვს სურვილი ამ რეგიონის მაცხოვრებლებს დავეხმაროთ, მიუხედავად მათი წარმომავლობისა - ოსებსაც და ქართველებსაც. ჩვენ ვაპირებთ, რომ ყოველივე ეს უფრო დიდი მასშტაბით გავაგრძელოთ. უფრო მეტიც, ვაპირებთ, რომ მედიცინის დარგი გავმართოთ ცხინვალში, ჯავაში, ზნაურსა და ამ რეგიონის სხვა ადგილებში. ასევე ვაპირებთ, რომ რეგიონს მუნიციპალური ტრანსპორტის მხრივაც გავუწიოთ დახმარება".


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის მასმედიასთან და
საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)