Google+

რელიზები

24.09.2005
მიხეილ სააკაშვილი გორში ჩავიდა

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ძალოვან მინისტრებთან ერთად გორში ჩავიდა. მან გორის კულტურისა და დასვენების პარკში ახლად დამონტაჟებული ატრაქციონები და მშენებარე ობიექტები მოინახულა. მოგვიანებით, მიხეილ სააკაშვილი ქალაქის ცენტრში დამონტაჟებულ, საქართველოში სიდიდით მესამე მონიტორის პრეზენტაციას დაესწრო, რის შემდეგაც ახლად განათებული გორი დაათვალიერა.

დღესვე საქართველოს პრეზიდენტმა თავდაცვის სამინისტროს მიერ რამდენიმე თვის წინ შეძენილი და აღდგენილი საცხოვრებელი სახლები გორში დისლოცირებულ ოფიცრებს გადასცა.

მიხეილ სააკაშვილმა კონფლიქტის ზონაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, კომენტარი გააკეთა და განცხადა, რომ ის, რაც მოხდა ბოლო დროს ქართლში, არის პროვოკაცია, რაზეც ქართული მხარე არ წამოეგება. პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მოლაპარაკებები მშვიდობიანი გზით გრძელდება.

„ჩვენ ვთანამშრომლობთ ეუთოს მისიასთან, იკვეთება საინტერესო ფაქტები. საქართველოს პროვოკაცია და დაძაბვა არ ჭირდება, საქართველო ვითარდება. ჩვენ ჩვენი განვითარებით წარმატების ისეთ მაგალითს შევქმნით, რომელიც ყველანაირ სეპარატიზმს რაიმე სახის პროვოკაციების შექმნის ხალის დააკარგვინებს"-განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის მასმედიასთან და
საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)