Google+

რელიზები

18.12.2006
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ყინულის მოედანი გახსნა

დღეს საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა რიყეზე ყინულის მოედანი გახსნა. "ეს რიგით მესამე საციგურაო მოედანია, რომელიც თბილისში გაიხსნა, რომლის გახსნაც იმისთვის გახდა აუცილებელი, რომ წინა ორ მოედანზე ბავშვები მუდმივად ვარჯიშობენ. სწორედ ეს არის სპორტი და ცხოვრების ჯანსაღი წესი. მართლა ძალზე მიხარია, რომ ამ ახალ წელს თბილისი და საქართველოს სხვა ქალაქები ასე ლამაზად მორთული და განათებული იქნება. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ საქართველოში ეს არასდროს ყოფილა", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტი ყინული მოედანზე ოჯახთან, მეუღლესთან და შვილებთან ერთად მივიდა.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის მასმედიასთან და
საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)