Google+

რელიზები

20.12.2006
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ანკარაში საქართველოს საელჩოს ახალი შენობის გახსნას დაესწრო

დღეს ანკარაში საქართველოს საელჩოს ახალი შენობა გაიხსნა, რომლის ტერიტორიაც საქართველოს გადაეცა. საელჩოს გახსნის ცერემონიას საქართველოს პრეზიდენტი, დელეგაციის წევრები და თურქეთის მაღალი თანამდებობის პირები დაესწრნენ.

„დამოუკიდებლობის შემდეგ, საქართველოს არ აუშენებია არცერთი საელჩო. ჩვენ გერმანიაში გვაქვს მხოლოდ პატარა საელჩო, რომელიც გერმანიაში მაშინდელი ჩვენი ელჩის კოტე გაბაშვილის მცდელობით აშენდა. დღეს პირველად, ისე, როგორც დამოუკიდებელ ქვეყანას შეჰფერის ისეთ საელჩოს ვაშენებთ. დღეს ეს შენობა არის დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველი აშენებული დიპლომატიური კორპუსი უცხოეთში. ეს არის საქართველის პირველი დიდი საელჩო და სიმბოლურია, რომ ის არის ჩვენს მოძმე სტრატეგიულ ქვეყანაში - თურქეთში, ანკარის ყველაზე ლამაზ ადგილას. ეს ამ სფეროში ჩვენი დიდი აღმშენებლობის მართლაც ლამაზი დასაწყისია. საქაროთველოს და თურქეთის მეგობრობა ჩვენი დამოუკიდებლობის შემდეგ განმტკიცდა. თურქეთი იყო პირველი ქვეყანა, ვინც საქართველოს დაეხმარა, ამას ჩვენი ბიზნესწრეების ურთიერთობა, ჩვენი უზარმაზარი კულტურა, ისტორია და ის რამდენიმე მილიონი ქართული წარმოშობის თურქეთის მოქალაქე ამტკიცებს, რომელიც თავის ქვეყანას ემსახურება და ამავე დროს არის ხიდი საქართველოსა და თურქეთს შორის ურყევი მეგობრობის და ერთიანი მომავლის სიმბოლო. წელს თურქეთმა საქართველოსთან უვიზო რეჟიმი შემოიღო. მომავალ წელს სხვა სავაჭრო ბარიერებიც მოიხსნება. ჩვენ ვიწყებთ სარკინიგზო მიმოსვლის პროექტს, ევროპულ საკრინიგზო ქსელში, სადაც მრავალწლიანი იზოლაციის შემდეგ საქართველოც ჩაერთვება. თურქეთი გახდა ფანჯარა ევროპისკენ და უკეთესი მომავლისაკენ" - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა.




საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)