Google+

რელიზები

21.12.2006
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა თურქეთში გამართული მოლაპარაკებები ოპტიმისტურად შეაფასა

საქართველოს პრეზიდენტმა თურქეთში გამართული მოლაპარაკებები ოპტიმისტურად შეაფასა და განაცხადა, რომ საქართველოსთვის გაზით მომარაგების სფეროში „შაჰ-დენიზი" მთავარი და სტრატეგიული წყარო იქნება, თუმცა ქვეყანამ ასევე სხვა წყაროებიც უნდა განიხილოს. „ჩვენი სამდღიანი მოლაპარაკებები ორ საკითხს ეხებოდა. პირველი - ეს ჩვენი საერთო ურთიერთობებია, რომელიც თავისუფლ ვაჭრობას ეხება, რაც საქართველოს ინტერესებში შედის. ჩვენთვის ეს უზარმაზარი ბაზრის გახსნას ნიშნავს. პირველი ნაბიჯები უკვე გადადგმულია. ჩვენ თავისუფალ ვაჭრობაზე გადავდივართ.

ორი წლის წინ, როცა მე თურქეთში ბიზნესმენებს შევხვდი, მათგან მხოლოდ წუწუნი და ჩივილი მოვისმინე. გუნიშდელ შეხვედრაზე კი, სულ სხვა პოზიცია დაფიქსირდა - ბიზნეს კლიმატი საქართველოს მიმართ წარმოუდგენლად შეცვლილია, რითაც მოხიბლული დავრჩი.

თურქეთში ორი წლის უკან, ქართველებს მატყუარების, კონტრაქტების არშემსრულებლების და კორუმპირებულების სახელი ჰქონდათ. დღეს კი, საქართველოს და ქართველ ხალხს ისეთი რეპუტაცია აქვს, როგორიც არასოდეს ჰქონია. ჩვენმა ბიზნესჯგუფებმა, რომლებსაც ჩვენ გზა გავუხსენით, უნდა იმუშაონ და თავი გამოიჩინონ იმ ბაზარზე, რომელიც ჩვენს მიმართ კეთილგანწყობილია.

რაც შეეხება ენერგეტიკას - ჩვენი მთავარი ამოცანა იყო აგვეწყო ჩვენი შიდა ქსეილი ისე, რომ შიდა პრობლემები პრაქტიკულად არ წარმოქმნილიყო. ის, რაც საქართველოს მთავრობაზე იყო დამოკიდებული, მთლიანობაში ენერგეტიკის სამინისტრომ გადაწყვიტა, ხოლო საიდან მიიღებს საქართველო გაზს, ეს საგარეო საკითხია. ამ მიმართულებითაც ვმუშაობთ. ამ დღეებში ამ საკითხთან დაკავშირებით, პრემიერ-მინისტრი ბაქოში მიდის. მე ამ მოლაპარაკებებს ოპტიმისტურად ვაფასებ. მთავარი არის ერთი რამ - საქართველო აღარ უნდა იყოს დამოკიდებული ერთ მომწოდებელზე. ამას ყველა ქვეყნაა აკეთებს. მთავრობას დავალებული აქვს რამდენიმე ბაზარზე იმუშაოს და მაქსიმალურად უკეთესი პირობები მიიღოს ყველა იმ წყაროსაგან, რათა საქართველო დაცული იყოს. მთავარი მომწოდებელი იქნება „შაჰ-დენიზი", თუმცა გართულების შემთხვევაში ჩვენ სხვა წყაროს იმედიც უნდა გვქონდეს.

მნიშვნელოვანია გაზის ფასიც. მთლიანობაში მსოფლიო ბაზარზე გაზის ფასი იზრდება, თუმცა ეს მაქსიმალურად ნაკლებად უნდა გადატყდეს თითოეული ქართველის ოჯახზე. ამ მიმართულებით ბევრი სამუშაო გვაქვს გასაწევი.

ჩვენი ამოცანაა ზამთარში საქართველოში თითოეული ადამიანი იყოს დაცული. ამისათვის ჩვენ მოსამზადებელი სამუშაოები ჩავატარეთ, ეს ჩემთვის პრინციპულია. ეს არ იყო მარტივი მოლაპარაკება, თუმცა იყო ოპტიმისტური და შინაარსიანი საუბრები. მთლიანობაში ჩვენ გვაქვს კარგი ურთიერთთანამშრომლობა, ისევე როგორც აზერბაიჯანთან და სხვა პარტნიორებთანაც. ჩვენ უნდა ვისწავლოთ პრინციპული, მოქნილი პრაგმატული და ეროვნულ ინტერესებზე დამყარებული პოზიციის დაფიქსირება. ვფიქრობ, ამ დღეებში ჩვენ ამას მივაღწიეთ" - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)