Google+

რელიზები

08.02.2007
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ახალი საერთაშორისო აეროპორტი მინისტრებთან ერთად მოინახულა

დღეს საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ახალი საერთაშორისო აეროპორტი მინისტრებთან ერთად კიდევ ერთხელ მოინახულა. მიხეილ სააკაშვილის დავალებით, აეროპორტში პრივილეგირებული გასასვლელები გაუქმდა. საქართველოს პრეზიდენტის ბრაძანებით, თანამდებობა დატოვა აეროპორტის საბაჟოს ხელმძღვანელმა, დღესვე მიხეილ სააკაშვილმა რკინიგზის დეპარტამენტის ხელმძღვანელს დაავალა, რომ ექვს თვეში ევროპული დონის აეროპორტთან დაკავშირება ელექტრო მატარებლით იყოს შესაძლებელი.

„საზღვარზე იკრძალება გვარების გამოძახება და პასპორტების გადაწოდება. აეროპორტში ყველა გავა და შემოვა ისე, როგორც ეს ჩვეულებრივ ადამიანებს ეხება. ეს ერთნაირად ეხება მგზავრებს და მინისტრებს. პრივილეგირებულ გასასვლელს დიდი ბოქლომი უნდა დაედოს, რადგან ამით არავინ აღარ ისარგებლოს. ეს დრო უკვე დამთავრდა." -განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)