Google+

რელიზები

12.05.2007
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ჰეიდარ ალიევის ძეგლი გახსნა

დღეს საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა თბილისში აბანოთუბანში აზარბაიჯანის ყოფილი პირველი პირის ჰეიდარ ალიევის ძეგლი გახსნა. საგანგებოდ ამ ღონისძიებისთვის თბილისში აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი ჩამოვიდა.

როგორც საქართველოს პრეზიდენტმა ისე აზერბაიჯანის პირველმა პირმა იქ მყოფ საზოგადოებას სიტყვით მიმართეს და არაერთხელ აღნიშნეს საქართველოსა და აზერბაიჯანის მეგობრობის სიმტკიცე. კერძოდ, მათ განაცხადეს, რომ დღევანდელი დღე, თბილისის ისტორიულ ადგილას ალიევის ძეგლის გახსნა, ორი ქვეყნის ისტორიული ძმობისა და მეგობრობის ნათელი დასტურია.

მიხეილ სააკაშვილმა გასული ზამთარი გაიხსენა, როდესაც საქართველოს ერთდროულად გაუთიშეს გაზი და ელექტროენერგია. მისი თქმით, პირველი ვინც ჩვენს ქვეყანას დახმარების ხელი გამოუწოდა, იყო აზერბაიჯანი.

„აზერბაიჯანმა საკუთარი მოსახლეობის დიდი ნაწილის ხარჯზე, საქართველოს სითბო გაუყო. ასევე მოხდა წელსაც - საქართველოს გაზის საფასური ოთხჯერ გაუძვირეს. აზერბაიჯანმა კი, ისევ გაგვიყო თავისი გაზის რესურსი. ასეთი რამ, როგორც ისტორიული ფოტო, ისე შემორჩება სამახსოვროდ ჩვენს ერს. აზერბაიჯანი დღეს ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს სამუდამოდ ასე იქნება" - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

მიხეილ სააკაშვილის თქმით, ჩვენი გეოგრაფიული მდებარეობიდან და წარსულიდან გამომდინარე ეს ორი ქვეყანა ვალდებულია ერთად იყოს. მაგალითად მან დაქუცმაცებული, კონფლიქტებითა და გადაუჭრელი პრობლემებით სავსე პოსტ-საბჭოთა სივრცე მოიყვანა და აღნიშნა, რომ ორ მეგობარ ერს, ყოფნის სიბრძნე, არაფერში ჩაერიოს.

„ის, ვინც აზერბაიჯანისა და საქართველოს მოწინააღმდეგეა, ამ ორი ქვეყნის მტერია. ჩვენი ძალა ერთობაშია. ეს არა მხოლოდ ჩვენს გერბზე წერია, არამედ ჭეშმარიტებაა. ვისაც ამ ერთიანობის გათიშვა უნდა, ის რეალურად ჩვენი ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ გამოდის. ჩვენი ქვენის ინტერესი კი, ამ სტრატეგიული კავშირის გამტკიცებასა და გაძლიერებაშია.

მინდა მივესალმო ჩემს ძმას, ილჰამს!

ჩვენი საერთო აზრი და მტკიცე ურთიერთობა გვაქვს!

დარწმუნებული ვარ, ეს ორი მეგობარი ქვეყანა ერთიანობით, სამაგალითო ურთიერთობით და საკუთარი წარმატებით ბევრად უკეთეს მომავალს შეიქმნის.

გაუმარჯოს ქართულ-აზერბაიჯანულ მეგობრობას!


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)