Google+

რელიზები

06.05.2009
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადება

დღეს პრეზიდენტი სააკაშვილი საქართველოს გაერთიანებული შტაბის და თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსან ოფიციალურ პირებს განვლილ დღეებში განვითარებული მოვლენების განსახილველად შეხვდა. პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელობას მათი მშვიდი, თანმიმდევრული რეაგირებისთვის მუხროვანის ბაზაზე განვითარებულ გუშინდელ ინციდენტზე და კონსტიტუციური დემოკრატიული პროტოკოლების შესაბამისად მოქმედებისთვის. გენერალურმა შტაბმა დაუდასტურა პრეზიდენტს, რომ ქვეყნის სამხედრო სფერო ჩვეულ რეჟიმში ოპერირებს და მუხროვანის ინციდენტი ცალკეული იზოლირებული შემთხვევა იყო.

პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ხელისუფლება არ დაიწყებს სპეკულირებას ინციდენტის დეტალებთან დაკავშირებით და სამართალდამცავი ორგანოები სრულად გამოიძიებენ მომხდარს. მან ასევე აღნიშნა, რომ ეს ინციდენტი პოლიტიკური ან სხვა რაიმე მიზნით არ უნდა იყოს გამოყენებული.

პრეზიდენტმა ეს ინციდენტი 2001 წლის მუხროვანის ამბოხს შეადარა. მაშინ მუხროვანში განთავსებული იყო სხვა სამხედრო ერთეული, რომელმაც უარი თქვა მიეღო ან დამორჩილებოდა მთავრობის ბრძანებებს. პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა ისიც, რომ ამ ორ ინციდენტს შორის მნიშვნელოვანი განსხვავებაა.

2001 წელს ამბოხი მოქმედი ოფიცრების მიერ იყო ინიცირებული. გუშინდელი ამბოხის ძირითადი კონსპირატორები ყოფილი სამხედრო მოსამსახურეები იყვნენ. 2001 წელს მეამბოხეებთან დათმობებზე წავიდნენ. ამისგან განსხვავებით, გუშინდელი იციდენტის მონაწილენი გაივლიან ჩვეულებრივ იურიდიულ პროცედურებს, სამხედრო და სამოქალაქო კანონების შესაბამისად.

დაბოლოს, პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა თავდაცვის სისტემის ოფიციალურ პირებს მათი განსაკუთრებული პროფესიონალური მზადყოფნისთვის ნატოს წვრთნაში, რომელიც საქართველოში გუშინ დაიწყო.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)