Google+

რელიზები

30.07.2009
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სამხედრო წვრთნის ”ფარი-2009”-ის დახურვას დაესწრო

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დღეს ორფოლოს სამხედრო პოლიგონზე სამხედრო წვრთნების - „ფარი -2009" დახურვას დაესწრო. საჩვენებელ წვრთნაში მონაწილეობდნენ პირველი ქვეითი ბრიგადის მე-11 ბატალიონი, მე-3 ქვეითი ბრიგადის სატანკო ასეული, საარტილერიო ბრიგადის ოცეულები, პირველი და მეორე ქვეითი ბრიგადის არტილერისტები, ავიაციისა და სპეციალური ოპერაციების დაჯგუფები, საზენიტო დივიზიონი.

საჩვენებელი სწავლების დასრულების შემდეგ პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ბოლო პერიოდის განმავლობაში ქართულმა ჯარმა საკმაოდ დიდი საბრძოლო გამოცდილება მიიღო. მიხეილ სააკაშვილმა ბრიგადის მეთაურებთან თათბირი გამართა და იქვე გამართულ სადილზე ქართული არმიისა და ქართველი ჯარისკაცების სადღეგრძელო შესვა.

პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ჯარისკაცის პროფესია ქართველებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი და დასაფასებელია. მისი თქმით, ყველა ვალშია, როგორც დაღუპული ჯარისკაცების, ისე იმ სამხედროების წინაშე, რომლებიც ქართულ არმიაში მსახურობენ.

"არ მეგულება უფრო ძვირფასი, უფრო დასაფასებელი და, პირადად ჩემთვის, უფრო მნიშვნელოვანი პროფესია, ვიდრე თქვენ გაქვთ. არავის წინაშე არ ვართ ისეთ ვალში არც მე და არც ჩემი ქვეყანა, როგორც თითოეული თქვენგანის წინაშე და ასევე მათ წინაშე, ვინც სამშობლოსთვის გაწირა თავი", - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)