Google+

რელიზები

19.12.2009
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ქუთაისში მომხდარ ტრაგიკულ შემთხვევასთან დაკავშირებით ვიზიტი შეწყვიტა

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ქუთაისში მომხდარ ტრაგიკულ შემთხვევასთან დაკავშირებით, დანიაში ვიზიტი შეწყვიტა. საქართველოში დაბრუნებისთანავე მიხეილ სააკაშვილმა სამართალდამცავი სისტემის, მთავრობისა და რეგიონალური ადმინისტრაციის შესაბამის წარმომადგენლებთან საგანგებო თათბირი გამართა.

როგორც პრეზიდენტის პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემ საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, აღნიშნულ შემთხვევასთან დაკავშირებით, მიხეილ სააკაშვილმა ამომწურავი ინფორმაცია და, შესაბამისად, სათანადო გადაწყვეტილებები მიიღო, კერძოდ, თანამდებობიდან გაათავისუფლა იმერეთის გუბერნატორი მიხეილ ჩოგოვაძე.

მანანა მანჯგალაძის თქმით, მიხეილ სააკაშვილი იმედოვნებს, რომ პროკურატურის მიერ დაწყებული გამოძიება მალე დაადგენს ტრაგიკული შემთხვევის ყველა მიზეზს, გამოავლენს უკლებლივ ყველა დამნაშავეს და გადასცემს მათ მართლმსაჯულებას.

პრესსპიკერმა აღნიშნა, რომ პრეზიდენტი შეძრწუნებულია მომხდარი ტრაგედიის გამო და სამძიმარს უცხადებს დაღუპულთა ოჯახსა და ახლობლებს. პრეზიდენტის განკარგულებით დაზარალებულთა და დაღუპულთა ოჯახებს მატერიალურ დახმარებას სახელმწიფო სრულად აღმოუჩენს.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)