Google+

სიახლეები

04.02.2006
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მიუნხენის 42-ე საერთაშორისო კონფერენციას ესწრება

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მიუნხენში 42-ე საერთაშორისო კონფერენციას "მშვიდობა დიალოგის მეშვეობით" ესწრება. კონფერენციაზე 35 ქვეყნის საგარეო და თავდაცვის მინისტრები მსოფლიოს უსაფრთხოების საკითხებს განიხილავენ.

დღეს საქართველოს პრეზიდენტი გერმანიის ფედერალური რესპუბლიკის კანცლერს ანგელა მერკელსა და ნატო-ს გენერალურ მდივანს იააპ დე ჰოოპ სხეფერს შეხვდა.

გუშინ მიხეილ სააკაშვილი კონფერენციისადმი მიძღვნილ საზეიმო ვახშამზე 15 წუთიანი სიტყვით გამოვიდა. პრეზიდენტმა ისაუბრა საქართველოს როლზე საერთო უსაფრთხოების პოლიტიკის გატარებისას. საქართველოს პრეზიდენტი როგორც ვარდების რევოლუციას, ასევე მოსაგვარებელ კონფლიქტებსა და ქართულ-რუსულ ურთიერთობის საკითხებს შეეხო.

"მიმაჩნია, რომ 20-ე საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე გამოჩენილი ლიდერი კონრად ადენაუერი იყო. მისი სიტყვები, რომლებიც მან მეორე მსოფლიო ომის შემდგომი გერმანიის შესახებ წარმოთქვა, ასე ჟღერს: ჩვენ პატარა და გაპარტახებული ქვეყანა ვართ; მარტო ჩვენ ვერაფერს გავხდებით; ჩვენ არ უნდა ვიყოთ უკაცრიელი კუნძული დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის, როდესაც გვყავს მეგობრები; თუმცა გვყავს საშიში მეზობელი აღმოსავლეთში. მართალია, გეოგრაფიული თვალსაზრისით, ეს სიტყვები ჩვენს ქვეყნას არ შეესაბამება, მაგრამ ეს გზავნილი საქართველოსთვის ნამდვილად შესაფერისია. საქართველო, უკრაინის მსგავსად, იგივე სურვილებითა და მიზნებით, ევროპის შემადგენელი ნაწილია, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

გუშინ საღამოსვე, მიხეილ სააკაშვილი, მთავრობის სხვა წარმომადგენლებთან ერთად, ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანს დონალდ რამსფელდს შეხვდა. შეხვედრაზე უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის საკითხების გარდა, საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების პერსპექტივაზეც ისაუბრეს.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის მასმედიასთან და
საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)