Google+

სიახლეები

30.07.2012 საქართველოს პრეზიდენტი: „ყველაფერი, რაც არ გვკლავს, მხოლოდ გვაძლიერებს“ მიხეილ სააკაშვილმა შეიარაღებული ძალებისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს შენაერთებს მიმართა და სტიქიის შედეგების ლიკვიდაციის სამუშაოებში მიღებული მონაწილეობისთვის მადლობა გადაუხადა.
30.07.2012 საქართველოს პრეზიდენტი სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში მონაწილე სამხედრო მოსამსახურეებს შეხვდა პრეზიდენტმა მათ მადლობა გადაუხადა იმისთვის, რომ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში მოსახლეობის დასახმარებლად თავდაუზოგავად შრომობდნენ.
30.07.2012 საქართველოს პრეზიდენტი ბორჯომის სარეაბილიტაციო სამუშაოებს პირადად გაეცნო მიხეილ სააკაშვილი კურორტის ქართველ და უცხოელ დამსვენებლებს შეხვდა და მათ ბორჯომის ტურისტულ პოტენციალზე ესაუბრა.
29.07.2012 საქართველოს პრეზიდენტი მწუხარებას გამოთქვამს ქართველი კაპრალის გარდაცვალების გამო საქართველოს პრეზიდენტი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს კაპრალ გივი ფანცულაიას დაღუპვის გამო, რომელიც ავღანეთში მოწინააღმდეგის მიერ ნაღმმტყორცნი ჭურვის აფეთქების შედეგად მიღებული ჭრილობებით გარდაიცვალა.
26.07.2012 საქართველოს პრეზიდენტი სტიქიის ზონის რამდენიმე სოფლის მოსახლეობას შეხვდა კუდღელაურის, შალაურის, ნასამხრალისა და კისისხევის მცხოვრებლებს მიხეილ სააკაშვილი დახმარებასა და დაზიანებული სახლების აღდგენას დაპირდა.
26.07.2012 მიხეილ სააკაშვილმა თელავში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა მიხეილ სააკაშვილი მშვიდობის ქუჩაზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო და ალაზნისველის გამზირზე მოსახლეობას შეხვდა
25.07.2012 საქართველოს პრეზიდენტმა ლევან ბეჟაშვილი კახეთის აღდგენისა და აღორძინების საკოორდინაციო შტაბის ხელმძღვანელად დანიშნა ლევან ბეჟაშვილი იმ სამუშაო ჯგუფს უხელმძღვანელებს, რომელიც სტიქიის შედეგების აღმოფხვრის ღონისძიებებს ახორციელებს.
25.07.2012 საქართველოს პრეზიდენტი ცაიშში მომხდარი ინციდენტის დროს დაზარალებულ ქალბატონს ესტუმრა სოციალურად დაუცველი როზა წყაბელია, რომელსაც პრეზიდენტთან პირად პრობლემებზე სურდა საუბარი, მიხეილ სააკაშვილის მისვლამდე რამდენიმე ახალგაზრდამ შეკრების ადგილიდან ძალის გამოყენებით გაიყვანა.
24.07.2012 საქართველოს პრეზიდენტმა წალენჯიხაში წყალდიდობის შედეგად დაზარალებული ოჯახი მოინახულა სახელმწიფომ ქუთელიების ოჯახისთვის წალენჯიხაში სახლი შეიძინა.
24.07.2012 მიხეილ სააკაშვილმა ანასეულის ჩაის ფაბრიკა დაათვალიერა მიხეილ სააკაშვილმა დღესვე ანასეულის ექსპერიმენტული ჩაის ფაბრიკა დაათვალიერა, რომელიც უმაღლესი ხარისხის მწვანე და შავ ჩაის აწარმოებს.
24.07.2012 საქართველოს პრეზდენტმა მოცვის სადემონსტრაციო ნაკვეთები მოინახულა მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა, რომ მსგავსი მეურნეობები სულ უფრო მეტად უნდა განვითარდეს.
24.07.2012 საქართველოს პრეზიდენტი ოზურგეთის ახალ კლინიკას ესტუმრა საქართველოს პრეზიდენტმა ოზურგეთში დღეს „ავერსის“კლინიკა დაათვალიერა და სამედიცინო პერსონალს გაესაუბრა
24.07.2012 საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერის ტრადიცული ბრიფინგი საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერმა ტრადიციულ ბირფინგზე გასული კვირის მოვლენები შეაჯამა
23.07.2012 მიხეილ სააკაშვილი: „დღეს მსოფლიოში ბევრი აღიარებს, რომ საქართველო პირველ პოზიციებს იკავებს, ასე უნდა ვიყოთ სპორტშიც“ ლონდონში გამგზავრებამდე საქართველოს ოლიმპიური ნაკრების წევრები მიხეილ სააკაშვილმა პრეზიდენტის სასახლეში მიიღო და სპორტულ თამაშებში წარმატებები უსურვა.
22.07.2012 საქართველოს პრეზიდენტმა თელავისა და ალავერდის საკათედრო ტაძრები მოილოცა საქართველოს პრეზიდენტი კახეთში სტიქიის შედეგად დაზარალებულ უბნებზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს პირადად აკონტროლებს
21.07.2012 საქართველოს პრეზიდენი სტიქიით დაზარალებულ რაიონებში მოსახლეობას ხვდება მიხეილ სააკაშვილი ადგილობრივ მოსახლეობას გაესაუბრა და მათ სტიქიის შედეგების დასაძლევად დაგეგმილი ღონისძიებები გააცნო.
20.07.2012 მიხეილ სააკაშვილი: „სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებზე, ალბათ, ასობით მილიონს დავხარჯავთ“ საქართველოს პრეზიდენტმა საგანგებო განცხადება გააკეთა. მისი განცხადებით, კახეთში სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის ანაზღაურებასა და აღდგენით სამუშაოებზე სახელმწიფო ასობით მილიონ ლარს დახარჯავს.
20.07.2012 საქართველოს პრეზიდენტი სტიქიით დაზარალებულ რაიონებში შექმნილ ვითარებას პირადად ეცნობა მიმდინარე სარეაბილიტაციო და გაწმენდითი სამუშაოები პრეზიდენტმა დღეს პირადად დაათვალიერა.
20.07.2012 საქართველოს პრეზიდენტმა მიმდინარე სამუშაოებთან დაკავშირებით ანგარიში ჩაიბარა როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, მთავრობა, პრაქტიკულად, შეუძლებელს აკეთებს იმისთვის, რომ მოსახლეობას მაქსიმალური დახმარება აღმოუჩინოს.
19.07.2012 საქართველოს პრეზიდენტმა სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო შტაბის სხდომა მოიწვია პრეზიდენტმა მთავრობის წევრებს საგანგებო დავალებები მისცა და დაზარალებულ რაიონებში უკვე შესრულებული სამუშაოებით დაინტერესდა.
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)