Google+

სიახლეები

03.05.2006
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ვილნიუსში გაემგზავრა

დღეს საქართველოს პრეზიდენტი სამდღიანი ვიზიტით ვილნიუსში გაემგზავრა, სადაც საერთაშორისო კონფერენციას "ვილნიუსის კონფერენცია 2006: საერთო ხედვა მეზობლებთან" დაესწრება.

დღესვე საქართველოს პრეზიდენტი ლიტვის პრეზიდენტ ვალდას ადამკუსს, ევროკავშირის გენერალურ მდივანს, ერთიანი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის უმაღლეს წარმომადგენელს ხავიერ სოლანას, უკრაინის პრეზიდენტ ვიქტორ იუშჩენკოს და ესპანეთის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრს მიგელ მორატინოსს შეხვდება. ასევე დაგეგმილია ორმხრივი შეხვედრები.

4 მაისს მიხეილ სააკაშვილი ვილნიუსის კონფერენციის გახსნაში მიიღებს მონაწილეობას და კონფერენციის მონაწილეთა წინაშე სიტყვით გამოვა თემაზე "აღმოსავლეთ ევროპაში კონსოლიდირებული დემოკრატიის პრობლემები, პერსპექტივები".

ამავე დღეს მიხეილ სააკაშვილი პოლონელ და ლატვიელ კოლეგებს ლეხ კაჩინსკისა და ვაირა ვიკე-ფრაიბერგას, ასევე ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტს რიჩარდ ჩეინს შეხვდება.

ვიზიტის დასასრულს საქართველოს პრეზიდენტი მონაწილეობას მიიღებს ღვინის კლუბის მიერ ორგანიზებული ვილნიუსის ღვინის დღეების გახსნაში.

მიხეილ სააკაშვილი საქართველოში 5 მაისს დაბრუნდება.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის მასმედიასთან და
საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)