Google+

სიახლეები

17.10.2013
საქართველოს პრეზიდენტმა ზუგდიდში თანამედროვე დიზაინის საბუნებისმეტყველო გიმნაზია დაათვალიერა

საქართველოს პრეზიდენტმა ზუგდიდში ალექსანდრე ღურწკაიას სახელობის საბუნებისმეტყველო გიმნაზია დაათვალიერა და სასწავლო პროცესს დაესწრო. პრეზიდენტის ინიციატივით საქართველოს სხვადასხვა სკოლებში ქვეყნის გმირების ისტორიის ამსახველი სტენდები დაიდგმება. მიხეილ სააკაშვილმა, სიმბოლურად, პირველი სტენდი საბუნებისმეტყველო გიმნაზიაში თავად ჩამოკიდა. 

„საქართველოს ეროვნული გმირები არიან ის ადამიანები, რომლებმაც თავი გასწირეს საქართველოსთვის იმ უთანასწორო ბრძოლებში, რომლებიც ბოლო წლების განმავლობაში მოხდა. მათი მეშვეობით, ჩვენ გვაქვს საშუალება ვაშენოთ ასეთი სკოლები, ასეთი ლამაზი ბავშვები ქართულად სწავლობდნენ, ასევე ეუფლებოდნენ უცხო ენებს და ეს ხდებოდეს დამპყრობლის მითითებების გარეშე. ნამდვილი განვითარება და წინსვლა მხოლოდ თავისუფალ ქვეყანას შეუძლია. თავისუფლებას კი დაცვა სჭირდება, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ასჯერ უფრო დიდი დამპყრობელი გყავს“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

ქვეყნის პირველმა პირი, გიმნაზიის მოსწავლეებს ეროვნული გმირების ისტორიასა და სამშობლოს სიყვარულის შესახებ ესაუბრა. მათთან საუბრისას პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა აგვისტოს ომის გიორგი ანწუხელიძის გმირობის შესახებ.

„გიორგი ანწუხელიძე იყო ჩვენი მებრძოლი, რომელიც რუსმა ჯარისკაცებმა ჩაიგდეს ხელში. ვინაიდან მტრის ამოცანა საქართველოს დამცირება იყო, თუშმა მებრძოლმა თქვა - მე ვარ საქართველო! ახლა ჩემი სიცოცხლისთვის კი არა, ჩემი ქვეყნის ღირსებისთვის ვიბრძვი და მე არ მაქვს უფლება, რომ მტერს დავუჩოქო! - სწორედ ეს არის გმირობა, ჩემთვის გიორგი ანწუხელიძე დღეს საქართველოა“.

დღესვე მიხეილ სააკაშვილმა საბუნებისმეტყველო გიმნაზიის დამფუძნებლები ალექსანდრე და ჯიმშერ ღურწკაიები ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენით დააჯილდოვა. 

გიმნაზია საქართველოს პრეზიდენტის თხოვნით, ზუგდიდის ყოფილი მე-7-ე სკოლის შენობის ბაზაზე აშენდა, რომელიც თითქმის განადგურებული იყო მას შემდეგ რაც  სკოლას  სტატუსი   ჩამოერთვა. ახალი პროექტის ფარგლებში, პრეზიდენტისვე თხოვნით, იმავე ტერიტორიაზე უახლოეს მომავალში თანამედროვე დიზაინის პროფესიული სასწავლებელიც აშენდება.  

 



ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)