Google+

სიახლეები

09.05.2012 საქართველოს პრეზიდენტმა ახალციხის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა საქართველოს პრეზიდენტი დღეს სამცხე-ჯავახეთს ესტუმრა. ახალციხეში მან ის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა, რომლებიც უკვე ერთი წელია მიმდინარეობს.
09.05.2012 მიხეილ სააკაშვილმა აბასთუმნის მოსახლეობას დაგეგმილი პროექტები გააცნო საქართველოს პრეზიდენტი დღეს აბასთუმანში იმყოფებოდა, სადაც მომავალი წლიდან სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყება. მიხეილ სააკაშვილი ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა და მათ დაგეგმილი სარეაბილიტაციო პროექტები გააცნო.
09.05.2012 მიხეილ სააკაშვილმა მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის კონფერენციაზე საქართველოში ტურიზმის განვითარების შესახებ ისაუბრა საქართველოს პრეზიდენტი ბათუმში დღეს მსოფლიოს ტურიზმის ორგანიზაციის (UNWTO) კონფერენციას დაესწრო და ფორუმის მონაწილეებს მიმართა.
08.05.2012 საქართველოს პრეზიდენტმა პროფესიული კოლეჯის სამშენებლო სამუშაოებში პირადად მიიღო მონაწილეობა  საქართველოს პრეზიდენტმა გლდანში დღეს ახალი პროფესიული კოლეჯის მშენებლობის პროცესში პირადად მიიღო მონაწილეობა და იქ დასაქმებულ მუშახელთან ერთად ფიზიკური სამუშაო შეასრულა.
08.05.2012 საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერის ტრადიციული ბრიფინგი პრეზიდენტის პრესსპიკერმა ტრადიციული ბრიფინგი პრეზიდენტის ინიციატივივებზე საუბრით დაიწყო
08.05.2012 საქართველოს პრეზიდენტი გლდანში ცხოვრებაულების ოჯახს ესტუმრა საქართველოს პრეზიდენტი გლდანში დღეს ცხოვრებაულების ოჯახს ესტუმრა. ოჯახის წევრებთან საუბრისას, მიხეილ სააკაშვილმა ყურადღება სოციალურ და ჯანდაცვის პროექტებზე გაამახვილა.
06.05.2012 საქართველოს პრეზიდენტმა ქართველ მოსახლეობას გიორგობის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცა საქართველოს პრეზიდენტმა ბათუმის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიაში მართლმადიდებელ მრევლსა და ქართველ ხალხს გიორგობის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცა.
06.05.2012 საქართველოს პრეზიდენტმა შინაგან საქმეთა მინისტრს სახელმწიფოს უმაღლესი ჯილდო გადასცა საქართველოს პრეზიდენტმა 6 მაისს პოლიციის დღისადმი მიძღვნილ აღლუმზე შინაგან საქმეთა მინისტრი პოლიციის გარდაქმნის საქმეში შეტანილი წვლილისთვის სახელმწიფოს უმაღლესი ჯილდოთი დააჯილდოვა
06.05.2012 საქართველოს პრეზიდენტმა პოლიციის აღლუმი ჩაიბარა და გორში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა საქართველოს პრეზიდენტი პოლიციის დღისადმი მიძღვნილ აღლუმს დაესწრო, რომელიც გორში გაიმართა. ქვეყნის უმაღლესმა მთავარსარდალმა აღლუმი ჩიაბარა და იქ შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა.
06.05.2012 საქართველოს პრეზიდენტი პოლიციის დღისადმი მიძღვნილ აღლუმზე სიტყვით გამოვიდა
გამარჯობათ ბატონებო! გილოცავთ პოლიციელის დღეს! ქალბატონებო და ბატონებო, ძვირფასო გორელებო, ჩვენო თანამემამულენო.
06.05.2012 საქართველოს პრეზიდენტმა ახალსოფელში ახალი საჩითილე მეურნეობა დაათვალიერა საქართველოს პრეზიდენტმა აჭარაში, სოფელ ახალსოფლის საჩითილე მეურნეობა დაათვალიერა. მიხეილ სააკაშვილი იმ უახლეს ტექნოლოგიებს გაეცნო, რომელთა მეშვეობითაც მეურნეობა იმართება.
06.05.2012 მიხეილ სააკაშვილმა ბათუმში შეიხის ხეივანი გახსნა ახალ ხეივანთან მიხეილ სააკაშვილი თავად შეიხთან ერთად იმყოფებოდა, რომელსაც ქვეყნის პირველმა პირმა მადლობა გადაუხადა იმ დახმარებისა და ყურადღებისთვის, რომელსაც იგი საქართველოს მიმართ იჩენს.
04.05.2012 მიხეილ სააკაშვილი: "არის ორგანოები, რომელთა გათიშვით ორგანიზმი ვეღარ ცოცხლობს - ასეთი ორგანოა საქართველოსთვის აჭარა." მოგესალმებით ყველას. 6 მაისს აჭარაში საქართველოს იურისდიქციის სრულად აღდგენის, აჭარის ვარდების რევოლუციის მე–8 წლისთავია და, მართლაც, ძალიან მნიშვნელოვანი დღეა.
04.05.2012 საქართველოს პრეზიდენტი ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა საქართველოს პრეზიდენტი აჭარის რევოლუციის რვა წლისთავთან დაკავშირებით, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარჩინებულ სტუდენტებს შეხვდა და მათ მიმდინარე პროექტებზე, ახალ ინიციატივებსა და რეფორმებზე ესაუბრა.
03.05.2012 საქართველოს პრეზიდენტმა ფოთში ახლადგახსნილი საავადმყოფო დაათვალიერა საქართველოს პრეზიდენტმა დღეს ფოთის ცენტრალური კლინიკური საავადმყოფო მოინახულა, რომელიც ჰოსპიტალური სექტორის განვითარების პროგრამის ფარგლებში, სადაზღვევო კომპანიამ "ალდაგი ბისიაი" ააშენა.
02.05.2012 საქართველოს პრეზიდენტმა ქუთაისის განახლებულ თეატრში შეკრებილ საზოგადოებას მიმართა ლადო მესხიშვილის სახელობის ქუთაისის დრამატულ თეატრში შეკრებილთ მიხეილ სააკაშვილმა „ქუთაისობა 2012“ მიულოცა და მათ ქალაქისა და ქვეყნის აღმშენებლობის გეგმებზე ესაუბრა.
02.05.2012 საქართველოს პრეზიდენტმა „ქუთაისობა 2012“ ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად აღნიშნა  საქართველოს პრეზიდენტი დღეს ქუთაისს ესტუმრა, სადაც მთელი დღის განმავლობაში ქუთაისობის დღესასწაულთან დაკავშირებით, საზეიმო ღონისძიებები იმართება.
02.05.2012 საქართველოს პრეზიდენტი ესპანეთის სამეფოს დეპუტატთა კონგრესის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა მიხეილ სააკაშვილმა დღეს ესპანეთის სამეფოს დეპუტატთა კონგრესის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ჯუზეფ ანტონი დურან ი ლეიდა პრეზიდენტის სასახლეში მიიღო.
01.05.2012 საქართველოს პრეზიდენტი რუსთავში ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა მიხეილ სააკაშვილი ადგილობრივებს რუსთავში განხორციელებულ სამუშაოებსა და მიმდინარე პროექტებზე ესაუბრა
01.05.2012 რუსთავში კულტურისა და დასვენების პარკის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო საქართველოს პრეზიდენტი დღეს რუსთავს ესტუმრა და კულტურისა და დასვენების პარკში შეკრებილ მოსახლეობას შეხვდა.
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)