Google+

რელიზები

29.08.2013
საქართველოს პრეზიდენტი რუსებთან ბრძოლაში დაღუპული ექიმის ლერი ლაგურაშვილის დედას და შვილს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტმა ბობოყვათში, ოჯახთან ერთად, 2008 წლის აგვისტოს ომში გმირულად დაღუპული ლერი ლაგურაშვილის დედა და მისი შვილი, რვა წლის ანანო ლაგურაშვილი მოინახულა. მიხეილ სააკაშვილმა დალი ბარამიძეს კიდევ ერთხელ გადაუხადა მადლობა გმირი შვილის გაზრდისთვის. ქვეყნის პირველმა პირმა ომში დაღუპული ბიჭების გმირობის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა: „მათ რომ არ შეეჩერებინათ მტერი, საქართველო მიწასთან გასწორებული კოლონია იქნებოდა“. მიხეილ სააკაშვილის თქმით, გმირი დედის წოდება, რომ არსებობდეს მას  ქალბატონ დალის და იმ დედებს მიანიჭებდა, რომლებმაც სამშობლოს თავდადებული გმირები აღუზარდეს. მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ისინი უნდა გაიცნოს საზოგადოებამ და მომავალი თაობები ამ გმირების ისტორიაზე გაიზარდონ.

„გმირი დედის წოდება რომ არსებობდეს, უპირველესად, თქვენნაირ ადამიანს მიენიჭებოდა. ნეტავ შეიძლებოდეს იმ გამოცდილების გაზიარება, როგორ გაზარდო სამშობლოსთვის მებრძოლი, თავდადებული შვილი. ეს ალბათ ნიჭია, რომელიც ბუნებრივად უნდა გქონდეს... გმირობის ეს ისტორიები უნდა გადავცეთ მომავალ თაობებს. სამშობლოსთვის თავგანწირვა ეს არის ადამიანის არსებობის მთავარი გამოხატულება, რაც თქვენმა შვილმა და ჩვენმა გმირმა ბიჭებმა გააკეთეს. ჩვენს ერს ასეთი გმირების მაგალითებზე გაზრდილი თაობები სჭირდება“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

სენაკის 21-ე ბატალიონის მთავარი ექიმი, კაპიტანი ლერი ლაგურაშვილი 2008 წლის 9 აგვისტოს რუსული ვერტმფრენების დაბომბვისას გარდაიცვალა.  დაჭრილი ექიმი მებრძოლების გამოსაყვანად ორჯერ დაბრუნდა, თუმცა საბოლოოდ, მისი და დაჭრილი მეომრების სიცოცხლე რუსულმა ბომბდამშენმა იმსხვერპლა. ლერი ლაგურაშვილის მეუღლე და ორივე ძმა კვლავ სამხედრო სამსახურში არიან.

ქვეყნის პირველი პირის ინიციატივით, ბობოყვათის რეზიდენცია სწორედ ასეთი გმირების ოჯახის წევრების დასვენებისა და დაჭრილი მეომრების რეაბილიტაციისთვის გამოყენების მიზნით სანატორიუმად გადაკეთდა. საქართველოს პრეზიდენტმა შესაბამისი განკარგულება უკვე გამოსცა. 

 




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)