Google+

რელიზები

29.05.2012
საქართველოს პრეზიდენტი ქვეყნის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო მიღებას დაესწრო

ლატვიაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, მიხეილ სააკაშვილი რიგაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო მიღებას დაესწრო.  ქვეყნის პირველმა პირმა ქართული დიასპორის წარმომადგენლებსა და ლატვიელ სტუმრებს მიმართა და ბოლო წლებში ქვეყანაში მიმდინარე პროცესებსა და მიღწეულ პროგრესზე ისაუბრა. საქართველოს პრეზიდენტმა ყურადღება იმ მენტალურ ცვლილებებზეც გაამახვილა, რომელიც საზოგადოებამ და ქვეყანამ განიცადა. მისი თქმით, განხორციელებული რეფორმების შედეგად, საქართველო სულ უფრო საინტერესო და მიმზიდველი ქვეყანა ხდება მსოფლიოს მასშტაბით. იგი ევროკავშირთან მიმდინარე მოლაპარაკების პროცესსაც შეეხო და იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს მოქალაქეებს ახლო მომავალში უვიზო მიმოსვლის შესაძლებლობა ექნებათ.

„პირველად აქ 5 წლის წინათ შეგხვდით. მაშინ საქართველო იმედის მომცემი ქვეყანა იყო, მაგრამ ბევრი არაფრით შეგვეძლო თავის მოწონება. იმის მიუხედავად, რომ ქვეყანაში ჯერ კიდევ ბევრი პრობლემა და დიდი გაჭირვებაა, მათ შორის, სერიოზულ გამოწვევად რჩება უმუშევრობის საკითხი, საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველებისთვის საქართველო განსაკუთრებით საამაყო ქვეყანაა. ეს არის ქვეყანა, რომელიც სწრაფი ტემპით ვითარდება;  რომელიც აშენებს ევროპაში საუკეთესო ახალ ქალაქებს; აქ შენდება ევროპაში საუკეთესო ინფრასტრუქტურა; გვაქვს ჯანდაცვის ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად განვითარებადი სისტემა, რომელიც მთელი მოსახლეობისთვის ხდება ხელმისაწვდომი. ეს არის ქვეყანა, რომელიც მალე დაიწყებს უვიზო მიმოსვლას და ღია ვაჭრობას ევროპასა და ამერიკის შეერთებულ შტატებთან“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტმა დამსწრე საზოგადოებას ქვეყანაში განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტებიც გააცნო.



ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)