Google+

რელიზები

19.03.2012
საქართველოს პრეზიდენტი უმაღლესი და პროფესიული განათლების სტუდენტებს ახალი პროექტების მნიშვნელობაზე ესაუბრა

საქართველოს პრეზიდენტი დღეს უმაღლესი და პროფესიული განათლების სტუდენტებს შეხვდა. მიხეილ სააკაშვილი მათ საზაფხულო დასაქმების პროექტისა და პროფესიული განათლების ვაუჩერული დაფინანსების მნიშვნელობაზე ესაუბრა. მან აღნიშნა, რომ პროექტი ”Summer Job” მიზნად ისახავს სტუდენტთა კვალიფიკაციის ამაღლებას და გამოცდილების მიღებას იმ სფეროში, რომელშიც მომავალში სურს დასაქმდეს. მისი თქმით, ძალზე მნიშვნელოვანია, ისიც, რომ ახალგაზრდები საკუთარი დასვენებისა თუ სწავლისთვის აუცილებელ თანხას, თავადვე გამოიმუშავებენ. რაც შეეხება საგანმანათლებლო ვაუჩერებს, პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ყველა მსურველს, რომელიც სწავლას პროფესიულ კოლეჯში განაგრძობს, 20 მარტიდან სახელმწიფო ათასლარიანი ვაუჩერით დააფინანსებს, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოში განათლების მიღება კიდევ უფრო ხელმისაწვდომი გახდება.

საუბრისას, ქვეყნის პირველი პირი ასევე განათლების სფეროს განვითარების საკითხსაც შეეხო და ყურადღება ტექნიკური დარგების განვითარებაზე გაამახვილა. როგორც მან აღნიშნა, საქართველოს მომავალი ამაზე დიდადაა დამოკიდებული. მისი თქმით, სახელმწიფო ამას ყოველმხრივ უწყობს ხელს. პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ბათუმის ტექნიკური უნივერსიტეტის მშენებლობაც ამავე მიზანს ემსახურება.  

სტუდენტებთან შეხვედრისას, მიხეილ სააკაშვილი ქვეყანაში წარმატებით განხორციელებულ დემოკრატიულ რეფორმებსაც შეეხო და სოციალური ფონის გაუმჯობესების აუცილებლობაზეც ისაუბრა. საქართველოს პრეზიდენტის თქმით, ქვეყანაში სიღარიბის დაძლევა მხოლოდ განათლების მაღალი დონით არის შესაძლებელი. 



ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)