Google+

რელიზები

15.03.2012
საქართველოს პრეზიდენტმა ბელგიელ და ჰოლანდიელ ხალხს მიუსამძიმრა

საქართველოს პრეზიდენტი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს შვეიცარიაში, ვალეს კანტონში მომხდარი ტრაგედიის გამო, რომელსაც ბელგიისა და ჰოლანდიის 28 მოქალაქე, მათ შორის, 22  მცირეწლოვანი ემსხვერპლა. მიხეილ სააკაშვილი თანაუგრძნობს ბელგიელ და ჰოლანდიელ ხალხს და სამძიმარს უცხადებს დაღუპულთა ოჯახებს.

„შეძრწუნებული ვარ იმ ტრაგედიით, რომელიც ბელგიელ და ჰოლანდიელ ხალხს დაატყდა თავს. ამ მძიმე წუთებში, მინდა ქართველი ხალხის სახელით თანადგომა გამოგიცხადოთ. მიიღეთ ჩემი გულწრფელი სამძიმარი.  გითანაგრძნობთ ყველა თქვენგანს, განსაკუთრებით კი დაღუპულთა და დაშავებულთა ოჯახებს“.  




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)