Google+

რელიზები

08.07.2011
პრეზიდენტის პრესსპიკერმა შსს-ს მიერ განხორციელებულ დაკავებებთან დაკავშირებით presa.ge-ს შეკითვას უპასუხა

საინფორმაციო სააგენტოს presa.ge-ს ჟურნალისტის მიერ დასმულ შეკითხვას: „როგორ აფასებს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია მომხდარ ფაქტს?" პრეზიდენტის პრესსპიკერმა მანანა მაჯგალაძემ უპასუხა:

„მე არ შემიძლია დეტალურად ვისაუბრო ამ მეტად მგრძნობიარე საქმის თაობაზე, მაგრამ არის ერთი საკითხი, რომელსაც ნათელი უნდა მოვფინო: საქმე შეეხება ინფორმაციის სერიოზულ გაჟონვას ჩვენი ინსტიტუციებიდან. აქ ლაპარაკი არ არის ჟურნალისტიკაზე ან მედიასაქმიანობაზე.

ხაზგასმით აღინიშნა ის ფაქტი, რომ ეჭვმიტანილები ფოტოგრაფები არიან, მაგრამ გუშინ მათთვის ბრალი არ წაუყენებიათ თავიანთი ფოტოგრაფიული საქმიანობის შესრულებისთვის. სავარაუდოდ, შესაძლოა, მათ ბრალი კონფიდენციალური ინფორმაციის გადაცემისათვის წაუყენონ. კერძოდ, იმისთვის, რომ წერილობითი დოკუმენტაცია ან კონფიდენციალურ ღონისძიებათა განრიგი ისეთ ორგანიზაციას გადასცეს, რომელიც იდენტიფიცირებულია, როგორც ჯაშუშური ქსელი. მე მხოლოდ ბრალდებაზე ვსაუბრობ და ცხადია, რომ გადაწყვეტილებას სასამართლო მიიღებს.

მათგან ორი იყო საჯარო მოხელე, ერთ-ერთს კი ახლო შეხება ჰქონდა პრეზიდენტთან. შესაძლოა, მათ ნებისმიერი სხვა თანამდებობა ჰქონოდათ ფოტოგრაფობის გარდა და ამ შემთხვევაშიც, საქმეს ზუსტად იგივე კვალიფიკაცია მიენიჭებოდა.

მე ვერ გავიხსენებ ვერც ერთ ჟურნალისტს საქართველოში - ვერც მხარდამჭერს და ვერ ოპოზიციურად განწყობილს მთავრობის მიმართ - რომლისთვისაც ოდესმე ბრალი დაედოთ ჯაშუშობაში.

ის ხალხი, რომელიც დააკავეს, სრულებით არ იყვნენ ცნობილი საკუთარი პოლიტიკური შეხედულებებით და აღმაშფოთებელია ის ფაქტი, რომ მათი დაკავება გაიგივებული იყოს მედიის თავისუფლებასთან".   




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)