Google+

რელიზები

24.11.2010
მოლდოვის სოფელ ობილენში საქართველოს სახელობის ქუჩა გაიხსნა

საქართველოს პრეზიდენტი მოლდოვაში  სოფელ ობილენს ესტუმრა, სადაც საქართველოს სახელობის ქუჩა მან მიხაი გიმპუსთან ერთად გახსნა. ქართული სოფლის მშენებლობა, რომელიც საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით დაიწყო, მიხეილ სააკაშვილმა პირადად დაათვალიერა. იგი ადგილობრივ მოსახლეობასაც შეხვდა და გაესაუბრა. წყალდიდობით დაზარალებულებმა საქართველოს პრეზიდენტს დახმარებისთვის მადლობა გადაუხადეს.

სოფელში უკვე ათამდე სახლია დასრულებული და საბავშვო ბაღის მშენებლობაც იგეგმება. ამას გარდა, საქართველოს მთავრობა ობილენის არსებულ სკოლაში ერთ კლასის თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მოაწყობს.      

„ჩვენ გპირდებით აღვჭურვოთ სკოლა თანამედროვე ლაბორატორიით და სპორტული დარბაზით, ხოლო საბავშვო ბაღის ეზოს ისე მოვაწყობთ, რომ ბავშვებმა თამაში და გართობა შეძლონ. მოზარდებთან ურთიერთობას ჩვენ მომავალშიც გავაგრძელებთ", - აღნიშნა ადგილობრივებთან საუბრისას საქართველოს პრეზიდენტმა.  




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)