Google+

რელიზები

06.06.2005
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სპორტსმენებსა და პატრიოტული ბანაკის ახალგაზრდებს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სპორტსმენებს, კერძოდ, ამერიკის ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში და ევროპის ლიგაში მოასპარეზე ქართველ კალათბურთელებსა და პატრიოტული ბანაკის სომეხი ეროვნების ახალგაზრდებს სახელმწიფო კანცელარიაში შეხვდა. როგორც ქვეყნის პრეზიდენტმა განაცხადა, საქართველოს საკალათბურთო ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრის შანსი გაუჩნდა და მადლობა გადაუხადა სპორტსმენებს იმისათვის, რომ ნაკრების ღირსებას იცავენ. მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა, რომ მთელი ქვეყნის მასშტაბით კალათბურთის მოედნები და დარბაზები შენდება. მისი თქმით, საქართველოშიც, ისე როგორც მთელ მსოფლიოში, ქუჩის კალათბურთი უნდა დამკვიდრდეს. პრეზიდენტმა ახალქალაქისა და ნინოწმინდის ახალგაზრდებს მიმართა და აღუთქვა, რომ სპორტული მოედნები და დარბაზები მათ რეგიონშიც აშენდება.

მოწვეულ სტუმრებს შორის ძალოსნობაში მსოფლიო ჩემპიონი არსენ კასაბიევი და მისი მწვრთნელი ვანო გრიქუროვიც იყვნენ. პრეზიდენტმა ვანო გრიქუროვი სპორტის ამ სახეობაში შეტანილი წვლილისათვის, ხოლო არსენ კასაბიევი სამხრეთ კორეაში ოქროს მედლის მოპოვებისათვის ღირსების ორდენებით დააჯილდოვა და წარმატებები მომავალშიც უსურვა. თავის მხრივ, მიხეილ სააკაშვილი მათ სავარჯიშო პირობების შექმნას დაპირდა.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის მასმედიასთან და
საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)