Google+

რელიზები

11.07.2005
მიხეილ სააკაშვილი ერთიანი ეროვნული გამოცდების პირველი ეტაპის დასრულებას გამოეხმაურა და განათლების რეფორმას წარმატებული უწოდა

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ერთიანი ეროვნული გამოცდების პირველი ეტაპის დასრულებას გამოეხმაურა, კომენტარი გააკეთა და განათლების რეფორმას წარმატებული უწოდა. მისი თქმით, განათლების სისტემაში ამ რეფორმით კორუფცია და ნაცნობობის ეპოქა დასრულდება, ადამიანებს კი, საკუთარი ნიჭითა და შრომით დამსახურებული წარმატების მიაღწევის შანსი გაუჩნდება.

მიხეილ სააკაშვილმა საგამოცდო ცენტრების გარეთ შეკრებილ აბიტურიენტთა მშობლებსა და გულშემატკივრებს მიმართა და პირობა მისცა, რომ აღნიშნული საგამოცდო სისტემით არავინ დაიჩაგრება.

საქართველოს პრეზიდენტი განათლების რეფორმის სხვა ინიციატივებსაც შეეხო და განაცხადა, რომ განათლების დაფინანსება და, შესაბამისად, პედაგოგთა ხელფასები მკვეთრად გაიზრდება.

მიხეილ სააკაშვილმა ყურადღება პროგრამა „ირმის ნახტომის" განხორციელებაზეც გაამახვილა და აღნიშნა, რომ ამ პროგრამის საფუძველზე, აჭარასა და მთელ საქართველოში სექტემბრიდან სკოლების კომპიუტერიზაცია დაიწყება.

საქართველოს პრეზიდენტი ახალი ექსპერიმენტული პროგრამის ინიციატივით გამოვიდა და აჭარის მთავრობას სასკოლო ფორმების შემოღება დაავალა. „თუკი ეს ინიციატივა გაამართლებს, ის შესაძლოა მთელ საქართველოში დაინერგოს. ეს დისციპლინას უფრო განამტკიცებს და სოციალურ თანასწორობას დაამკვიდრებს"- განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა

მიხეილ სააკაშვილის თქმით, „განათლების სისტემის გათანამედროვება საქართველოს საუკეთესო შანსია, გახდეს წარმატებული და ბედნიერი ქვეყანა".


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის მასმედიასთან და
საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)