Google+

რელიზები

07.08.2005
მიხეილ სააკაშვილი: “კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებას ალტერნატივა არ გააჩნია”

დღეს საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ცხინვალის დეფაქტო ხელისუფლების ბრალდებებთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა. კერძოდ მან განაცხადა: "მინდა პასუხი გავცე იმ ბრალდებებს, რომელიც ბოლო კვირების განმავლობაში ვრცელდებოდა იმის შესახებ, თითქოს, საქართველო ძალისმიერი ოპერაციის განხორციელებას უმოკლეს ვადებში აპირებდა. მსურს ყველას ვუთხრა, რომ ჩვენს ქვეყანას საკმარისზე მეტი რესურსი აქვს იმისათვის, რომ ნებისმიერ პროვოკაციას პასუხი გასცეს, თუმცა პროვოკაციების მოწყობას არავის ვურჩევ. ამავე დროს, საქართველოს ხელისუფლებას სამხედრო, ან სხვა ძალისმიერი ოპერაციის განხორციელების არანაირი გეგმა არ გააჩნია. ერთადერთი, რა გეგმაც გვაქვს და ჩვენ ამაზე აქტიურად ვმუშაობთ, სამშვიდობო დიალოგს შეეხება და ყველას მოვუწოდებ მოლაპარაკების მაგიდას დაუბრუნდეს. ჩვენ ამ მაგიდაზე ისეთი წინადადებები "დავდეთ", როგორი წინადადებების შეთავაზებასაც ქვეყნის ვერც ერთი წინა ხელისუფლება ვერ გაბედავდა. ახლა სიტყვა ადგილობრივ დეფაქტო ხელისუფლებას ეკუთვნის. ჩვენ სტატუს-კვოს შენარჩუნებას ვერ დავუშვებთ. ჩვენი არჩეული გზის მიხედვით, კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებას ალტერნატივა არ გააჩნია."


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის მასმედიასთან და
საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)