Google+

რელიზები

03.05.2006
ქართულ ღვინოს ლიტველი სტუდენტები იცავენ

ლიტველი სტუდენტები რუსეთის პრეზიდენტს რუსულ, ლიტვურ და ქართულ ენაზე დაწერილი ტრანსფარნტების მეშვეობით ურჩევენ, რომ ქართულ ღვინოს შეეშვას. "ამაყი ვარ, რომ ქართული ღვინის ღირსებას საქართველოდან შორს ბალტიისპირეთში იცავენ", - განაცხადა ლიტვაში მყოფმა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა და მადლობა გადაუხადა ლიტველ სტუდენტებს, რომლებმაც ქართული ღვინის პოპულარიზაციის მიზნით აქცია გამართეს.

მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა, რომ რუსეთმა, ქართული ღვინის ექსპორტის აკრძალვით, ქართულ ღვინოს დიდი რეკლამა გაუკეთა. პრეზიდენტის თქმით, წელს, შესაძლოა, ღვინის ქართველ მწარმოებლებს გაუჭირდეთ, მაგრამ მომდევნო წლების განმავლობაში ევროპული და ამერიკული ბაზარი სრულად იქნება ათვისებული.

"არ უნდა გაიჩეხოს არც ერთი ვენახი, პირიქით, ახლები უნდა გაშენდეს! საქართველოს ხელისუფლება მეღვინეების დახმარებას გააგრძელებს და მათ არა მხოლოდ კრედიტებს, არამედ ქართული ღვინის სარეკლამო ფულსაც გამოუყოფს. ასევე დამატებითი თანხები გამოიყოფა, რათა წელს ქარხნებმა მოსახლეობისგან ყურძენი დაუბრკოლებლად ჩაიბაროს", - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის მასმედიასთან და
საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)