Google+

რელიზები

25.05.2006
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ბიზნესის საინფორმაციო ცენტრის გახსნას დაესწრო

დღეს საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ეკონომიკის სამინისტროსა და თბილისის მერიის ინიციატივით შექმნილი ბიზნესის საინფორმაციო ცენტრის გახსნას დაეწრო. მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ ბიზნესის საინფორმაციო ცენტრი საქართველოს ეკონომიკის განვითარებას სერიოზულად შეუწყობს ხელს.

"ქალაქის მთავარ, ცენტრალურ მოედანზე მდებარე შენობაში, ზის ადამიანთა ჯგუფი, რომელიც ნებისმიერ ინვესტორს, რომელსაც საქართველოში ბიზნესის კეთება და საქმის დაწყება სურს, მიიღებს, გაუღიმებს, ჩვენს შესახებ ინფორმაციას მიაწვდის, ყველაფერს აუხსნის და მიუთითებს გზას, თუ საით უნდა წავიდეს. ეს შესაძლოა აღმოჩნდეს ქართველი, რუსი, ყაზახი, ებრაელი, ამერიკელი... ჩვენი ამოცანა, ამ ხალხის მომსახურებაა. ჩვენ ერთი ფანჯრის პრინციპით მოქმედი ქვეყანა ვართ - ერთ ადგილზე მოვა ადამიანი და ამავე ადგილზე მიიღებს მისთვის საჭირო ინფორმაციას. ჩვენ კი ეს ისე უნდა გავაკეთოთ, რომ მას მეტი ფულის ჩადების, მეტი სამუშაო ადგილის შექმნის, ქართულ ეკონომიკაში მეტი წვლილის შეტანის სურვილი გაუჩნდეს. ეს ისაა, რასაც ჩვენს მიერ შექმნილ გარემოში მივაღწიეთ - საქართველოში საქმიანობა უსაფრთხოა, კორუფცია აღარ არის, გამოძალვა აღარ ხდება და საკმაოდ მეგობრული და მიმზიდველი ქვეყანაა არა მარტო უცხოელი ინვესტორისთვის, არამედ შინაურისთვისაც", - აღნიშნა ქვეყნის პრეზიდენტმა.

ამიერიდან, საქართველოში კაპიტალდაბანდებით დაინტერესებულ ნებისმიერ ინვესტორს, ქვეყნის საინვესტიციო გარემოს შესახებ ნებისმიერი ინფორმაციის მიღება თბილისის მერიის პირველ სართულზე თავისუფლად შეეძლება.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის მასმედიასთან და
საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)