Google+

რელიზები

27.08.2006
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2006 წლის 5 ოქტომბერს გაიმართება

საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან კონსულტაციების შემდეგ და სხვადასხვა პოლიტიკური ორგანიზაციების პოზიციების გათვალისწინებით, მიიღო გადაწყვეტილება, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდეს 2006 წლის 5 ოქტომბერს.

ეს იქნება საქართველოს ისტორიაში პირველი არჩევნები, როდესაც ყველა რაიონის და ქალაქის მოსახლეობა თავად აირჩევს ადგილობრივ ხელისუფლებას.

ხელისუფლება არჩევნებზე იწვევს დიდი რაოდენობით უცხოელ დამკვირვებელს და საქართველოს საზოგადოებას აქტიურობისაკენ მოუწოდებს, რათა არჩევნები მაქსიმალურად გამჭირვალე და დემოკრატიულ ატმოსფეროში ჩატარდეს.

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა 2006 წლის 26 აგვისტოს ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლის თანახმადაც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების ჩატარების დღედ განისაზღვრა 2006 წლის 5 ოქტომბერი.

27.08.06


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის მასმედიასთან და
საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)