Google+

რელიზები

12.05.2007
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი სამშობლოში გააცილა. თბილისის აეროპორტში მიხეილ სააკაშვილმა პოლონეთში ენერგოსამიტის შედეგებსა და დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა. „გუშინ ძალიან მნიშვნელოვან ხელშეკრულებას მოვაწერეთ ხელი. ახალი ნავთობსადენის მშენებლობასთან დაკავშირებით, ორი პარალელური სამიტი გაიმართა. ერთი სამიტი ვარშავაში და მეორე -აშხაბადში, რომელიც პირველი სამიტის მერე დაინიშნა. ამ გაორების მიუხედვად, მთავარი შეთანხმება მიღწეულია. საქართველო გახდება სტრატეგიული გზის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დასაყრდენი წერტილი. ამ მხრივ, ეს ახალი გეოპოლიტიკური გარღვევაა.

ჩვენს მეგობართან ილჰამ ალიევთან ერთად დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის საკითხი განვიხილეთ. ჩვენ შევთანხმდით, რომ უახლოეს პერიოდში ჩვენი სამუშაო ჯგუფები ერთმანეთს შეხვდებიან, საზღვარის ხაზი უნდა გაივლოს ისე, რომ სტარატეგიული სიმაღლე, რომელიც აზერბაიჯანს ქვეყნის შიგნით სჭირდება, აზერბაიჯანის ტერიტორიაში მოყვეს, ხოლო დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსი მთლიანად საქართველოს სახელმწიფო ტერიტორიაზე უნდა დარჩეს" -განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის მასმედიასთან და
საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)