Google+

რელიზები

16.10.2007
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა კლიპის „გამარჯობა აფხაზეთო შენი“ მონაწილეები დააჯილდოვა

დღეს საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა კლიპის „გამარჯობა აფხაზეთო შენი" მონაწილეები სახელმწიფო კანცელარიაში მიიღო. მიხეილ სააკაშვილმა პატრიოტული სულისკვეთების ამაღლების საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის ნანი ბრეგვაძე, ზაზა კორინთელი (ზუმბა) მირზა დავითაია, კახაბერ ბუხრაშვილი და ალექსი ქავთარაძე (ლექსენი) ვახტანგ გორგასლის მესამე ხარისხის ორდენებით დააჯილდოვა, კლიპის დანარჩენ მონაწილეებს კი, ღირსების მედლები გადასცა. საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, ეს ქართული ესტრადის მორიგი კლიპი კი არა, ეპოქალური მოვლენაა.

„ასეთ კლიპებს ქმნის ეპოქა და არა მხოლოდ ცალკეული კომპოზიტორები და რეჟისორები. ჩვენ ქვეყანაში შეიქმნა ახალი იდეოლოგია, ქვეყანაში არის სულისკვეთება, ახალი განწყობა, ჩამოყალიბდა ახალი მენტალიტეტი. ეს არის ახალი საქართველოს გზავნილი აფხაზეთისადმი და დანარჩენი მსოფლიოსადმი. ამ კლიპში ყველაფერი ძალიან ლამაზია. საქართველო განსაკუთრებულად ლამაზი ქვეყანაა და დღითიდღე კიდევ უფრო ლამაზდება.

ეს კლიპი ქართული ესტრადის თაობების ერთობლივი ძალისხმევაა.

ეს კლიპი არის იმედი, ენერგია, ახალგაზრდობა და ახალი საქართველო. ეს არის იმის მაჩვენებელი თუ რამდენად შორს წავედით და რამდენად დიდი პერსპექტივა გვაქვს. ეს არის ზუსტი ანტიპოდი იმისა, სად ვიყავით და სად ვართ", - აღნიშნა პრეზიდენტმა.

მიხეილ სააკაშვილით თქმით, ეს კლიპი აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობისადმი მიმართული გზავნილია.

„მე არ მინახავს ადამიანი ნინო ბურჯანაძის ჩათვლით, ვისაც ამ კლიპის ნახვისას არ ეტიროს. თუმცა ეს სასოწარკეთილი ცრემლები არ არის, ეს არის იმედის, სიხარულისა და განსაკუთრებული განცდის მქონე ადამიანების ცრემლები. ამ კლიპში მონაწილეობს ქალი რომელსაც შვილი თვალწინ უწამეს და მოუკლეს. ეს ქალი ამ კლიპში მონაწილეობის მიღებას დათანხმდა. ის, რაც თქვენ ამ ხალხისათვის გააკეთეთ და რაც თქვენი გაკეთებულის შემდეგ ჩვენ უნდა გავაკეთოთ, მათთვის მთავარი იმედი და მამოძრავებელი ძალაა", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)