Google+

რელიზები

27.12.2007
საქართველოს პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ნინო ბურჯანაძე აფხაზეთში დაღუპულ მეომართა დედებს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ნინო ბურჯანაძე დღეს 1992-93 წლებში, აფხაზეთის ომში დაღუპული მეომრების დედებს შეხვდა.

შეხვედრაზე აფხაზეთის ომში დაღუპულ მეომართა დამსახურებისთვის საკადრისი პატივის მიგებისა და დაღუპულთა ცხედრების გადმოსვენებასთან დაკავშირებულ პრობლემატურ საკითხებზე იმსჯელეს. ყურადღება გაამახვილეს უგზო-უკვლოდ დაკარგულ მებრძოლთა მოკვლევა-მოძიების სახელმწიფო კომისიის საქმიანობის გააქტიურებისა და მისი ეფექტურობის მნიშვნელობაზე.

განიხილეს აფხაზეთის ომში დაღუპულთა ოჯახებთან მიმართებაში სოციალური შეღავათების არსებობის, პენსიების სისტემის მოწესრიგების და სამედიცინო დაზღვევის საკითხები.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)