Google+

რელიზები

26.08.2008
საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადება

რუსეთის ფედერაციის ქმედებები წარმოადგენს სამხედრო ძალით სუვერენული ქართული ერის ანექსიის მცდელობას. ეს პირდაპირ ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართალს და საფრთხეს უქმნის საერთაშორისო უსაფრთხოების სტრუქტურას, რომელმაც უზრუნველყო მშვიდობა, სტაბილურობა და წესრიგი გასული 60 წლის მანძილზე.

რუსეთის დღევანდელი გადაწყვეტილებები ადასტურებენ, რომ თავდასხმა საქართველოზე იყო უფრო მოცულობითი, წინასწარ გათვლილი გეგმის ნაწილი, რომელიც მიზნად ისახავდა ევროპის რუკის ცვლილებას.

რუსეთის ქმედებები უკიდურეს ფორმებში იქნა დაგმობილი მთელი მსოფლიო თანამეგობრობის მიერ, რომელმაც კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი თანადგომა. საქართველოს მთავრობა მადლიერია ამ მხარდაჭერისათვის.

აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონები აღიარებულია საერთაშორისო სამართლის მიერ, როგორც საქართველოს საზღვრების შემადგენელი ერთეულები.

დღეს, თავისი ქმედებებით რუსეთის ფედერაცია მიისწრაფის დააკანონოს ძალადობა, პირდაპირი სამხედრო აგრესია, ეთნიკური წმენდა და ძალისმიერი გზით შეცვალოს მეზობელი სახელმწიფოს საზღვრები.

რუსეთის უარი საკუთარი სამხედრო ძალების საქართველოდან გაყვანის შესახებ და საქართველოს ორი რეგიონის ანექსიის მცდელობები პირდაპირ ეწინააღმდეგება ევროკავშირის შუამდგომლობით მიღწეულ შეთანხმებას ცეცხლის შეწყვეტის შესახებ, რომელიც ითვალისწინებდა საქართველოს ტერიტორიაზე რუსეთის შეჭრისა და ოკუპაციის დასრულებას.

კონფლიქტის შედეგად, ამ ორი რეგიონიდან განდევნილ იქნა მოსახლეობა და გრძელდება ეთნიკური წმენდა რუსეთისა და მისი წარმომადგენლების მხრიდან, რაც დადასტურებულია გაერო-სა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ.

ამ ტერიტორიებზე, რუსეთის პირდაპირი მონაწილეობით იდევნებოდა ადგილობრივი მოსახლეობა მხოლოდ ეთნიკური ნიშნით.

გარკვეული რაოდენობის სამოქალაქო პირებს, რომლებიც რჩებიან ამ რეგიონებში, საერთაშორისო სამართლისა და ნორმების დარღვევით, დაურიგდათ რუსეთის პასპორტები "უფლებების დაცვის" პრინციპით მანიპულირების მიზნით.

მსგავს ქმედებებს ადგილი ჰქონდა 1993 წელს აფხაზეთში. ხოლო გასულ კვირას მსგავსი ქმედებები განხორციელდა სამხრეთ ოსეთსა და ზემო აფხაზეთში/კოდორის ხეობა.

მე შეგახსენებთ, რომ პირველ კონფლიქტამდე აფხაზეთში ცხოვრობდა 525000 ადამიანზე მეტი. დღეს ეს ციფრი შეადგენს 150000.

მე შეგახსენებთ, რომ სამხრეთ ოსეთში მცხოვრები ეთნიკური ქართველები იძულებული იყვნენ დაეტოვებინათ ტერიტორია რუსეთის მიერ განხორციელებული თავდასხმების გამო. თავდასხმები ეთნიკურ ქართველებზე, როგორც კონფლიქტის ზონების შიგნით, ასევე გარეთ დღესაც გრძელდება.

ეთნიკური წმენდა არის ის, რითიც ამაყობენ ადგილობრივი მეამბოხე სეპარატისტები, ხოლო რუსეთი თავისი ქმედებებით ცდილობს ამის დაკანონებას.

არის თუ არა ლეგალური ეთნიკური ჯგუფების განდევნა საკუთარი სახლებიდან ტერორისა და ძალადობის გზით?

არის ეს მორალური ან კანონიერი ეთნიკურად გაწმენდილი რაიონისთვის მეზობლის მიერ დამოუკიდებლობის მინიჭება.

თუ კოსოვოში ჩარევა განხორციელდა ეთნიკური წმენდის შესაჩერებლად, რუსეთის ფედერაციის დღევანდელი გადაწყვეტილება - ეს არის ეთნიკური წმენდის ხელშეწყობა და ლეგალიზება.

რუსეთმა გადააბიჯა ყველანაირ ლოგიკასა და მორალურობას.

ამიტომ რუსეთის გადაწყვეტილება ეს არის პირდაპირი და სერიოზული გამოწვევა საერთაშორისო წესრიგისადმი, ეს არის მთელი მსოფლიოს გამოწვევა, და არა მარტო საქართველოსი.

ეს ნიშნავს რომ დღეს ანექსია და ეთნიკური წმენდა კიდევ ეთხელ გახდა საერთაშორისო ურთიერთობების იარაღი.

თუ ეს მიღებული იქნება საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ, ეს ნიშნავს, რომ უცხოეთიდან დაფინანსებულ ჯგუფებს მთელს მსოფლიოში შეუძლიათ გამოიყენონ ძალადობა და ეთნიკური წმენდა მათი მიზნების მისაღწევად.

ეს ნიშნავს, რომ მესამე მხარეს შეუძლია შეაიარაღოს, შეინახოს და მართოს ეს ჯგუფები, რათა შეცვალოს საზღვრები მსოფლიო რუკაზე.

დღეს, მთელი მსოფლიოსთვის ნათელია, რომ რუსეთი იქცევა როგორც აგრესორი სახელმწიფო.

ჩემი მიმართვა თავისუფალი მსოფლიოსადმი არის ის, რომ დაიგმოს და უარყოფილ იქნას რუსეთის საშიში და გაუაზრებელი გადაწყვეტილება არა მხოლოდ საქართველოსათვის, არამედ საერთაშორისო სამართლისა და წესრიგის ფუნდამენტური საფუძვლების დაცვის მიზნით.

ჩემი მთავრობისა და ხალხის სახელით, ვგმობ ამ გაუაზრებელ აქტს და მსურს ნათლად განვაცხადო, რომ რუსეთის მოქმედებას არანაირი იურიდიული საფუძველი არ გააჩნია.

როგოც ადრე, და საერთაშორისო სამართლის შესაბამისად, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი ხელშეუხებელია.

რუსეთის განზრახვები, მეთოდები და მიზნები ახლა ნათელია.

რუსეთის ფედერაციამ გამოიყენა სამხედრო ძალა, რათა ეცადა ჩემი ქვეყნის დანაწევრება.

ამ დღეებისა და კვირეების განმავლობაში ჩვენ ვიმუშავებთ საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად, რათა თავიდან ავიცილოთ რაიმე ზეგავლენა ჩემი ქვეყნის სუვერენიტეტზე და საერთაშორისო წესრიგის შემდგომი რღვევა, რომელიც შეიძლება მოახდინოს ამ გადაწყვეტილებამ. ჩვენ უნდა გავერთიანდეთ ამ აგრესიის წინააღმდეგ და მოგიწოდებთ თანადგომისა და დაუყოვნებლივი რეაქციისაკენ.

ეს არის მთელი მსოფლიოს გამოცდა და კოლექტიური სოლიდარობის გამოცდა.

ეს არის გამოცდა რომ ჩვენ, ყველანი, თავისუფალი ხალხი არ უნდა დავმარცხდეთ.

ჩემო მეგობრებო, დღეს ჩვენ ყველანი შეშფოთებულები ვართ და საქართველოს დღეს თქვენი მხარდაჭერის იმედი აქვს.

დღეს ჩვენ ყველა ვდგავართ გამოწვევის წინაშე.

დღეს ევროპისა და თავისუფალი მსოფლიოს ბედი, სამწუხაროდ, წყდება ჩემს პატარა ქვეყანაში.

მაგრამ ჩვენ შეგვიძლია და უნდა გავერთიანდეთ ამ გამოწვევის წინაშე.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)