Google+

რელიზები

13.07.2009
საქართველოს პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევის ცხინვალში ჩასვლასთან დაკავშირებით საგანგებო განცხადება გააკეთა

ნაბუკოს სამიტზე მყოფმა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა რუსეთის პრეზიდენტის დიმიტრი მედვედევის ცხინვალში ჩასვლასთან დაკავშირებით საგანგებო განცხადება გააკეთა. მისი თქმით, ეს არის ყველაზე უპასუხისმგებლო და უთავმოყვარეო ნაბიჯი, რომელიც რუსეთის ისტორიაში გადადგმულა.

"ვფიქრობ, ის რაც დღეს მოხდა, რუსეთის ისტორიაში შევა როგორც ყველაზე სამარცხვინო და ამორალური პრეცენდენტი. მაშინ როცა, პატარა საქართველოს ლიდერი, მრავალ სხვა სახელმწიფო ლიდერებთან ერად მთელი მსოფლიოს დასანახად წყვეტს გლობალურ საკითხებს, გასულია ქვეყნიდან, მაშინ ამხელა რუსეთის პრეზიდენტი ჩუმად იპარება და ვითომ მოლაპარაკებისათვის ხვდება დაუბანელ, კაცის მკვლელ, კორუმპირებულ კრიმინალს. ასეთ ფაქტს რუსეთის ისტორიაში ბევრს ვერ ვიხსენებ. როდესაც რუსეთის პრეზიდენტი გაატარეს გზაზე, მან გადაიარა ათობით ათასი ეთნიკური ქართველისა და ეთნიკური ოსის ნასახლარები, რომლებიც პუტინის შარშანდელი ავანტურის შედეგად ბულდოზერებმა გადათელეს. ეს იქნება ამორალური ლაქა ნებისმიერი რუსი ლიდერისათვის დღესაც და მომავლისთვისაც. არ ვიცი ეს იყო პასუხი ნაბუკოს სამიტზე, თუ, რასაც ისინი რუსულ დიპლომატიურ მარცხად განიხილავენ, თუ, ეს იყო პასუხი ობამას რუსეთში ჩასვლის შემდეგ.

მთელი ეს თვეები პუტინს ხელები ექავებოდა განეხორციელებინა ხელახლი თავდასხმა საქართველოზე და დაემთავრებინა ჩვენი სახელმწიფოებრიობა. მან გააცნობიერა, რომ მას ამის არც რესურსი, არც ძალა არ აქვს და არც ამის საშუალებას არავინ არ მისცემს. ყველა შემთხვევაში საუბარია ძალიან სამარცხვინო ფაქტზე.

ვინც ჩვენს ქვეყანაშიც ცდილობს, რომ ამ ხალხს ასიამოვნოს და მათ დაკრულზე იცეკვოს, დაფიქრდეს, რა სამარცხვინო ხალხთან უხდებათ მათ ასოცირება საკუთარი ქვეყნის ინტერესების საზიანოდ. შეუძლებელია, რომ ასეთმა პოლიტიკამ დიდხანს გაძლოს.

საქართველო აუცილებლად გაძლიერდება, დადგება ფეხზე, გამთლიანდება და მთელ ამ პოლიტიკურ ცირკს და ამორალურ სამარცხვინო ქმედებებს საბოლოოდ დაამთავრებს პატარა, მაგრამ დანარჩენი მსოფლიოსათვის მნიშვნელოვან ქვეყანაში"- განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)