Google+

რელიზები

15.12.2009
საქართველოს პრეზიდენტმა რუსთავში სპეცდანიშნულების სამსახურის საწვრთნელი ბაზა გახსნა

საქართველოს პრეზიდენტმა რუსთავში სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების სამინისტროს სპეცდანიშნულების სამსახურის საწვრთნელი ბაზა გახსნა. სპეცდანიშნულების რაზმის საწვრთნელი ბაზის გახსნას ასევე ესწრებოდა სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა ყოფილი მინისტრი დიმიტრი შაშკინი. პრეზიდენტმა სპეცრაზმელთა ბაზაზე ახლადაშენებული ყაზარმები, საიარაღო ოთახები, სპორტული მოედანი, სასადილო და ტექნიკა დაათვალიერა.

როგორც მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, ედუარდ შევარდნაძის პრეზიდენტობის პერიოდში ქართული ჯარის, ასევე, სპეცრაზმის კვებაზე იმაზე გაცილებით ნაკლები თანხა იხარჯებოდა, ვიდრე დღეს პატიმართა კვებაზე იხარჯება. მისივე თქმით, პატიმართა ოჯახებს ციხეში მყოფი ოჯახის წევრების შენახვაზე, კვების და სხვა ხარჯების გაღება აღარ უწევთ.

პრეზიდენტმა დღეს კომენტარი სპეცრაზმის კუთვნილ ტექნიკასთან დაკავშირებითაც გააკეთა. მისი თქმით, მანქანების ნაწილი, რომლებიც დღეს სპეცდანიშნულების რაზმს ემსახურება, შევარდნაძის პრეზიდენტობის პერიოდში საქართველოს შვეიცარიის მთავრობამ აჩუქა. თუმცა, რუსეთმა აღნიშნული ტექნიკა რუსეთის ტერიტორიაზე შეაჩერა და მას შვეიცარიის მთავრობის ლობირება დასჭირდა. ასევე, საჭირო გახდა უშუალოდ შვეიცარიაში ჩასვლა, რათა რუსეთს მანქანების ეს ნაწილი საქართველოსთვის დაებრუნებინა.

„მიხარია, რომ ეს სამსახური მე შევქმენი და ეს არის რეალურად საბრძოლო რესურსი, რადგან ეს ხალხი ყველა ჩვენს ბრძოლაში, ყველა სერიოზულ გამოწვევაში მონაწილეობდა. მათ შორის, რა თქმა უნდა, იყო მსხვერპლიც, რადგან ეს არის ხალხი, რომლებიც რეალურად საქართველოს ჯარისკაცები არიან. ყველა ეს ქვედანაყოფი არის ჩვენი საბრძოლო ქვედანაყოფი და ჩვენი წინააღმდეგობის სქემის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)